რუსეთი თურქეთის მიმართ ტურისტულ შეზღუდვებს აუქმებს

რუსეთი თურქეთის მიმართ ტურისტულ შეზღუდვებს აუქმებს

person access_time2016-06-29 15:40:25

რუსეთის ხელისუფლება თურქეთში გამგზავრებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დაავალა მოხსნას ადმინისტრაციული შეზღუდვები ტურისტულ სფეროში თურქეთთან მიმართებაში. 

 

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სასურველია, რომ თურქულმა მხარემ გადადგას გარკვეული ნაბიჯები თურქეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.


 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გაუარესდა. მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ თურქეთში ტურიზმის მიზნით გამგზავრება შეზღუდა, ასევე დააწესა გარკვეული შეზღუდვები თურქული საქონლის იმპორტზე. 

 

პუტინი თურქეთის ლიდერ რეჯეპ ტაიიპ ერდოღანს დღეს ტელეფონით გაესაუბრა. ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის დროს აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის აუცილებლობა.


გუშინ ერდოღანმა „ღრმა სინანული“ გამოთქვა თურქული მხარის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ერდოღანის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ თურქეთის პრეზიდენტს რუსეთის წინაშე ბოდიში არ მოუხდია.



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up