ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, დეტალები უცნობია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთს შორეული აღმოსავლეთის მხრიდან ჩინეთი, იაპონია, ჩრდილოეთ კორეა და აშშ ესაზღვრება. სავარაუდოდ, რუსეთი საზღვარს სწორედ ჩინეთთან კეტავს