„რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გაზაფხულზე გააუქმებს“ - მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებები

„რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გაზაფხულზე გააუქმებს“ - მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებები

access_time2017-02-14 12:01:02

გასულ კვირას, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვდრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, გიორგი გიუნაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთის უკანონო გადაწყვეტილებაზე. სამსაათიანი შეხვედრისას მხარეებმა რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მონიტორინგის საკითხზე მოილაპარაკეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ 2011 წელს მიღწეულ შეთანხმებაზე მუშაობა დაჩქარდება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 6-წლიანი ლოდინის შემდეგ უახლოეს მომავალში შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდება და საზღვრებზე მონიტორინგს შვეიცარიელები განახორციელებენ.

 

"დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მოგზაურობის გაადვილების საფუძველი გახდება. მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემაა გართულებული. იშვიათი გამონაკლისის გარდა ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ადამიანების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულება. რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე უნდა ვიმუშაოთ. გაითვალისწინეთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს", - გრიგორი კარასინის ეს განცხადება კი ქართულმა მედიამ გაავრცელა.

 

მამუკა არეშიძე, ექსპერტი - „რუსეთი არასოდეს არაფერს დათმობს, უბრალოდ ცდილობენ ურთიერთობები სხვა ჭრილში გადაიტანონ. კარასინმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ასეთ კონტექსტში პირველად ახსენა, მანამდე აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ამ საკითხს არ განიხილავდნენ... მიუხედავად იმისა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არის მნიშვნელოვანი, გარკვეულწილად ამ ფორმატს ახალი სისხლი და ახალი ფუნქციები სჭირდება იმისთვის, რომ განხილული იყოს საკითხების ფართო სპექტრი. რაც შეეხება რუსეთის მხარეს, დარწმუნებული ვარ, კრემლის პოზიციაში ბევრი არაფერი შეიცვლება.


 

მსოფლიოში ახლა გეოპოლიტიკური ცვლილებების დრო დგება, ეს პროცესი გამძაფრდება მაშინ, როდესაც დიდი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრები გაიმართება, ამ შემთხვევაში მხოლოდ ტრამპი და პუტინი არ იგულისხმება, აქ ასევე იგულისხმება ევროპული ქვეყნების წარმომადგნლები და ჩინეთიც. ამ შეხვედრების ციკლი რომ დამთავრდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რა ტიპის გეოპოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში უნდა ვიყოთ, მანამდე ყველა მსხვილი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას ქმნის, მომზადებული უნდა იყოს ცვლილებებისთვის“.

 

არეშიძე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე რუსული მხარის რბილ რეაქციასაც აფასებს - „რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მისთვის არაფერია. ადრე თუ გვიან, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს, ვფიქრობ, ეს გაზაფხულზე მოხდება. კრემლში იციან, რომ ამ შემთხვევაში ბევრად მეტი ქართველი წავა რუსეთში, ვიდრე ევროპაში, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპასთან გარკვეული ბარიერები არსებობს. ასე რომ, ეს არ არის ხიფათი რუსეთისთვის და აქედან გამომდინარე ამიტომ აკეთებენ ასეთ რევერანსულ განცხადებებს. რაც შეეხება რეალობას, მე არ ვიცი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რა სიტუაციაა, მაგრამ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მაქსიმალურად შეზღუდავს აფხაზი მოქალაქეების სურვილს, მიიღონ ქართული საბუთებით ევროპაში გადაადგილების საშუალება“.

 

„კვირის პალიტრა“

 

 



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up