„რუსეთი საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საფრთხეს უქმნის“

„რუსეთი საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საფრთხეს უქმნის“

access_time2018-02-01 00:24:30

რუსეთი საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საფრთხეს უქმნის - ასეთი განცხადება გააკეთა ზურაბ აბაშიძებ გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მოლაპარაკებებზე, მთავარი უთანხმოება 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა. ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

 

„განვიხილეთ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი საბაჟო მონიტორინგის შესახებ. მე ხაზი გავუსვი, იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტირების და პოლიტიზირების გარეშე. ბოლო პერიოდში რუსეთში, ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომელიც აღნიშნული შეთანხმების პრინციპებს და არსს ეწინააღმდეგება. პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს შეთანხმების დებულებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული პროექტის ამოქმედებას", - განაცხადა აბაშიძემ.

 

ის კონკრეტულ ინტერპრეტაციებზეც საუბრობს. „ოფიციალური პირები, რამდენიმე დღის წინაც, საუბრობდნენ ე.წ. საბაჟო საზღვრებზე - საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. შეგახსენებთ, რომ ამ შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე არ არის გათვალისწინებული. საუბარია ტერმინალებზე, რომელიც უნდა განლაგდეს, სავაჭრო დერეფნების შესასვლელებსა და გასასვლელებში და ამ ტერმინალებზე უნდა იმუშაონ შვეიცარიული კომპანიის მონიტორებმა. ამავე დროს ეს არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის და იქ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მოხსენიებული არ არის. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი მომენტებია", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

 

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ კარასინისგან შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულების ხელმოწერის მზაობა მოისმინა, თუმცა კონკრეტული თარიღი ისევ არ დასახელებულა.


 

რუსეთმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მხარდაჭერის სანაცვლოდ 2011 მოაწერა ხელი.

 

ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ამ შეთანხმებით განსაზღვრულია რუსეთ-საქართველოს სავაჭრო დერეფნები, რომლებიც ნეიტრალურმა მონიტორებმა უნდა გააკონტროლონ.

 

საქართველოს მთავრობამ შვეიცარიულ კერძო კომპანიასთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გააფორმა და ამ დრომდე რუსეთის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს ელოდება.

 

 



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up