რუსეთში ავტომობილების დილერები ბრენდირებული საავტომობილო ზეთების დეფიციტს განიცდიან მას შემდეგ, რაც მათი წარმოებისთვის იმპორტირებული კომპონენტების მიწოდება შეჩერდა.
ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, ლუბრიკანტების წარმოებისთვის დანამატები არ იწარმოება რუსეთში და მათი მიწოდება დასავლეთის ქვეყნებიდან შენელდა ლოჯისტიკური პრობლემების გამო.
თუმცა, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საწარმოებს ჯერ კიდევ აქვთ საჭირო კომპონენტების მარაგი და მოგვიანებით მათ შეუძლიათ გადაერთონ აზიის ქვეყნებზე.
სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსეთში საავტომობილო ზეთების დეფიციტი არ შეიქმნება. ამასთან, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა პარალელურ იმპორტში მოხვედრილი ბრენდების სიის კორექტირების.
რუსეთის ფედერაციაში მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეებმა განაპირობა ბამპერების, საქარე მინების და ფარების მნიშვნელოვანი დეფიციტი, რაც ზოგჯერ იწვევდა ფასების 6-ჯერ ზრდას საბაზრო დონესთან შედარებით. გარდა ამისა, პრობლემებია ელექტრონიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
წყარო: bfm.ge