რა დარღვევები აღმოჩნდა რუსეთში ქართულ საექსპორტი პროდუქციაში

რა დარღვევები აღმოჩნდა რუსეთში ქართულ საექსპორტი პროდუქციაში

access_time2021-09-18 10:47:50

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში (როსსელხოზნადზორი) ამბობენ, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულ მცენარეულ პროდუქტში სულ უფრო ხშირად ხვდებათ საკარანტინო ობიექტები.

პირველად საქართველოდან რუსეთში მიწოდებულ პროდუქციაში გამოვლინდა ყავისფერი სიდამპლის (Monilinia fructicola) ბაქტერია. ასეთი სამი შემთხვევა გამოვლინდა ვაშლატამაში, ერთი კი ატამში“, - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ აცნობეს ქართულ მხარეს, 16 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ვიდეოფორმატში შეხვედრაც გაიმართა.

როსსელხოზნადზორი, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ითხოვს ზომების მიღებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურებული პროდუქციის შემდგომი მიწოდება რუსეთში, ასევე ინფორმირებული იყოს ინციდენტის მიზეზების გამოძიების შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული მხარე დაჰპირდათ, რომ უახლოეს მომავალში გაგზავნიან ყველა საჭირო მასალას, ასევე გააფართოებენ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული მონიტორინგის პროგრამას, რათა სრულად მოიცვან ის ტერიტორიები, სადაც იზრდება რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი კულტურები, ასევე შეამოწმებენ მაცივრებსა და საწყობებს.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია ონლაინრეჟიმში რუსეთის შესაბამის სამსახურთან.

სპეციალისტებმა გაცვალეს ინფორმაცია და მომავალი წლისთვის დასახეს ღონისძიებები ამ დაავადებასთან - (ყავისფერი სიდამპლე) - ბრძოლის მიმართულებით, რაც გულისხმობს სავეგეტაციო პერიოდში მონიტორინგის გაძლიერებას, ფერმერებთან კომუნიკაციის გააქტიურებას და წინასაექსპორტო ფიტოსანიტარიული პროცედურების გამკაცრებას“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 მაისიდან მოყოლებული, საქართველოდან ექსპორტირებულია 26,1 მლნ დოლარის ღირებულების 28,7 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა. ექსპორტის უდიდესი წილი, 18,9 ათასი ტონა, რუსეთში გაიგზავნა.

„როსსელხოზნადზორის“ განცხადებაშივე ვკითხულობთ, რომ რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის ვიდეოზარის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის მიმდინარე პერიოდის ბოლოს, რუსეთში ქართული კარტოფილის მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა დაახლოებით 17 ათასი ტონა, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 1,600 ტონა.

წყარო: რადიო თავისუფლება





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up