რუსეთის საელჩომ აშშ-ში პულიტცერის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტი ანტირუსული მასალების წახალისებაში დაადანაშაუალა.დიპლომატიური მისიის განცხადებით, საუბარია ისეთ პუბლიკაციებზე, სადაც ღია და არაერთხელ მხილებულ ტყუილს აქვს ადგილი. კერძოდ, ნომინაციაში „საერთაშორისო ჟურნალისტიკა“ პულიტცერის პრემია New York Times-ის სტატიამ მიიღო, სადაც აღწერილია „ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მტაცებლური სქემები".
„ორგკომიტეტის განცხადებით, ეს სტატიები სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასადაა დაწერილი. ამით კომიტეტი თავის თავზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს აშკარა და არა მხოლოდ რუსეთის ოფიციალური პირების, არამედ თავად ცხოვრების მიერ ტყუილში მხილებული სტატიების გამოქვეყნებაზე და დაჯილდოებაზე. ამ ტიპის ჟურნალისტიკა რაიმე ტიპის რისკს თუ შეიცავს - ეს რისკია რეპუტაციისთვის“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, ეს სტატიები სხვა არაფერია, თუ არა „გაუზავებელი რუსოფობიური მასალები, რომლებიც გამოყენებაც შეიძლება ტყუილების ტირაჟირების სახელმძღვანელოდ“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა New York Times-ს ხსენებული სტატიები არაერთხელ გააკრიტიკა.კერძოდ 14 აპრილს თავის Facebook-გვერდზე მან დაწერა - „სტატია „პუტინის ხანგძლივი ომი ამერიკული მეცნიერების წინაამღდეგ" .
ასევე მან დაარქვა „წმინდა წყლის გაყალბება“ სტატიას New York Times-ში იმის თაობაზე, რომ რუსეთი მოსკოვიდან აშშ-ს საელჩოს დაავადებული ატაშეს ევაკუაციას ხელს უშლიდა, ხოლო რუსეთის მიერ სირიაში საავადმყოფოების დამომბვისადმი მიძღვნილ სტატიას - ფეიკი და ჟურნალისტების არაკეთილსინდისიერების შედეგი.