რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

access_time2019-12-09 14:42:26

მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.


შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია განცხადებაში.


აქედან გამომდინარე, რუსი სპორტსმენები მომავალი 4 წლის განმავლობაში ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის დროშით მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ამასთან, რუსეთს აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და მოთხოვნის გაგზავნაც მის ჩატარებაზე.


WADA-ს შესაბამისობის კომიტეტმა რუსეთის სპორტული ნაკრებების დისკვალიფიკაციის რეკომენდაცია 26 ნოემბერს გასცა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო არ შეესებამება პატიოსნების დადგენილ სტანდარტს.



ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების სია შემდეგნაირად გამოიყურება:რუსეთის დროშა არ უნდა აღიმართოს მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებებზე;

აეკრძალოს რუსეთის ნაკრებს მონაწილეობა მაღალი რანგის, მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში. შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დაამტკიცებენ სისუფთავეს, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები;


რუსეთის სახელმწიფო ჩინოვნიკებსა და წარმომადგენლებს ოთხი წლით აეკრძალოს მონაწილეობა ახალგზარდულ ოლიმპიადაზე, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში. აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერ შეჯიბრში, რომელიც ორგანიზებულია ქვეყნის მიერ, რომელიც ხელს აწერს ანტიდოპინგურ კოდექსს;


ოთხი წლის ვადით აეკრძალოს რუსეთს ნებისმიერი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა და განაცხადის შევსება მასპინძლობაზე.


უკვე წლებია, რაც რუსეთთან მიმართებაში დოპინგური სკანდალი გრძელდება. ე.წ. რუსეთის დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთის ოლიმპიური ნაკრებს აეკრძალა მონაწილეობა სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე.


tabula.ge





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up