რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ სეზონს აფერხებს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტულ სეზონს აფერხებს

access_time2021-05-01 18:00:45

სტატია მომზადებულია ekhokavkaza.com-ზე დაყრდნობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები ეკუთვნის მასალის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს „კომერსანტის“ შეხედულებებს.


რუსეთის სამომხმარებლო ზედამხედველობის უწყებამ როსპოტრებნადზორმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან ჩამოსული ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან პსრ-ტესტი გაიარონ.



ეს ნორმა ასევე აფხაზეთსაც შეეხო, რაც არაღიარებული რესპუბლიკის ტურისტულ სეზონზე უარყოფითად აისახება.


აფხაზეთის ტურისტული კავშირის თავჯდომარის ანა კალიაგინას თქმით, ეს გადაწყეტილება რესპუბლიკისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.



„ყველა დაძაბულ მოლოდინში ვართ და გარკვეულ შეღავათებს ველით. სავარაუდოდ ყველაფერი მაისის არდადაგებზე გაირკვევა. სადღეისოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როსპოტრებნადზორის ახალმა გადაწყვეტილებამ არ იმოქმედა ტურისტებზე, რომლებიც ჩამოსვლას მაღალი და საშუალო სეგმენტის სასტუმროებში გეგმავენ. თუმცა, ყველაზე მეტად ზარალდებიან მცირე და საშუალო სასტუმროები, რომლებიც ერთდღიან ტურებზე მუშაობენ“ - ამბობს კალიაგინა.



მისი თქმით, ეს ბუნებრივიც არის რადგანაც იმისთვის, ვინც 100-150 ათას რუბლს სასტუმროში იხდის, არც ტესტის ჩატარებაა პრობლემა, თუმცა, ეს დამატებითი სირთულეა იმათთვის, ვინც 1-2 დღით ჩამოსვლას გეგმავდა.




„დღეს ეს უკვე ნათლად ჩანს - 10 ავტობუსის ნაცვლად მხოლოდ 2 ჩამოდის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება და საბოლოო ჯამში ტურისტული სეზონი ნორმალურად ჩაივლის“, - იმედოვნებს კალიაგინა.



აფხაზეთის სასტუმროთა კავშირის პრეზიდენტის ასტამურ ახბას თქმით, როსპორტებნადზორის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჯავშნების მასობრივი გაუქმება არ დაწყებულა, თუმცა, ტურისტული ნაკადის სავარაუდო დანაკარგი 30%-ს მიაღწევს.


„ჩვენს სასარგებლოდ ის ფაქტორიც მუშაობს, რომ რუსეთმა საზღვრები რამდენიმე ტურისტულ ქვეყანასთან დაკეტა, მათ შორის თურქეთთან და ამან შესაძლოა აფხაზეთისადმი ინტერესი გაზარდოს. მაგრამ რა თქმა უნდა, მოკლევადიან ტურიზმზე ეს შეზღუდვები უარყოფითად აისახება. იმას, ვინც 2 კვირით ჩამოდის ტესტიც გაკეთება უღირს, თუმცა 1-2 დღიან ტურისტს - არა“, - მიიჩნევს ასტამურ ახბა.



მაგრამ ზომების შერბილების იმედი ჯერ არ გამართლდა. მეტიც, 1 მაისიდან უცხოეთიდან ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს პსრ-ტესტის ჩაბარება 2-ჯერ მოუწვეთ.



„ეს ყველაფერი ფული ღირს. წარმოიდგინეთ რამხელა ხარჯებია ეს 4-წევრიანი ოჯახისთვის? ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან მდიდრები არ ჩამოდიან. შესაბამისად, მოთხოვნა აუცილებლად შემცირდება“ - განაცხადა სასტუმრო „გაგრა“-ს დირექტორმა ლუდმილა ლოლუამ.



მისი თქმით, სასტუმრო ყველანაირი რეგულაციების დაცვით კლიენტების მისაღებად მზადაა, ამიტომაც აფხაზეთის ტურისტული სექტორი ისევ რუსეთის მხრიდან გამონაკლისის დაშვების იმედზეა.


ekhokavkaza.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up