რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა.
„ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან.
ნოვაკის თქმით, რუსეთი ეწინააღმდეგება ასეთ არასაბაზრო ინსტრუმენტებს, რადგან ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ ენერგეტიკულ ბაზარს, რაც იწვევს დეფიციტს და ფასების ზრდას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ძალაში 6 ოქტომბერიდან შევიდოდა. სანქციები რუსეთის ნავთობის ექსპორტზე ფასების ზღვარს აწესებს და 7 მილიარდ ევრომდე ღირებულების რუსულ ფოლადისა და ხე-ტყის მრეწველობის სავაჭრო ზომებს უწესებს.