რუსეთი ნავთობის წარმოების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე გაზრდას გეგმავს

რუსეთი ნავთობის წარმოების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე გაზრდას გეგმავს

access_time2021-09-25 13:30:22

OPEC+-ის წარმოების შეზღუდვის შემსუბუქების ფონზე, რუსეთი მომავალი წლისთვის ნავთობის მოპოვების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე დაბრუნებას ელის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსული კომპანიები ნედლი ნავთობისა და კონდენსატის კომბინირებულ წარმოებას 8%-ით ზრდიან. დოკუმენტის მიხედვით, წარმოება 2022 წელს 559,9 მილიონ ტონამდე გაიზრდება და ამ დონეზე დარჩება 2023-დან 2024 წლამდე.

Bloomberg-ის გაანგარიშებით, მომავალი წლისთვის რუსეთის დაგეგმილი წარმოება საშუალოდ 11,24 მილიონ ბარელს შეადგენს. 2019 წელს რუსეთმა 11.25 მილიონი ბარელი აწარმოა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში.

OPEC-ის ქვეყნები და მოკავშირეები, მათ შორის რუსეთი, Covid-19-ის პანდემიის ზემოქმედების შემდეგ, წარმოების აღდგენის პროცესში არიან. ყოველთვიურად ჯგუფი ბაზარზე დღეში 400 000 ბარელს დაამატებს, აქედან დაახლოებით მეოთხედი რუსეთიდან მოდის.


მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ წარმოების გაძლიერების შესაძლებლობის შესახებ კითხვები გაჩნდა. აგვისტოში ქვეყნის ნავთობის გამომუშავება შემცირდა, OPEC+-ის სამიზნე მაჩვენებელი კი გაიზარდა. რუსეთმა ასევე აჩვენა წარმოების ყოველთვიური შემცირება მაისში და ივნისში. თუმცა,  ქვეყნის წარმოება სექტემბრის პირველ ნახევარში აღდგა და აგვისტოს შედეგს 2,6%-ით გადააჭარბა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”





„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე

„საპენსიო საკითხებზე პოლიტიკოსებმა კომერციული ბანკის სახით, „განტევების ვაცი“ იპოვეს და ყველა მასზე ცდილობს ხელის შეწმენდას“ - გიორგი კაპანაძე
access_time2021-10-21 16:00:47
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) მიმართვა გაავრცელა და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და...

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...


მსგავსი სიახლეები

up