რუსეთი მიგრანტებს ეპატიჟება - ქვეყანაში მუშახელის დეფიციტია

რუსეთი მიგრანტებს ეპატიჟება - ქვეყანაში მუშახელის დეფიციტია

access_time2021-01-24 17:00:04

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობას სამშენებლო პროექტებში უცხოელების დასაქმების წესების გამარტივება დაავალა.


მანამდე ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ რუსეთში მშენებლობებზე მუშახელი არ ჰყოფნით, ხოლო თათარისტანის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა მთავრობას მიგრანტების თუნდაც შეზღუდული რაოდენობის შემოყვანა სთხოვა.


იაფი სამუშაო ძალის, ძირითადად შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მკვეთრი გადინება თვითიზოლაციასთან და კარანტინთანაა დაკავშირებული. ბევრმა მიგრანტმა სამუშაო დაკარგა და სამშობლოში იძულებით დაბრუნდა. ყველაზე მეტად ეს მოსკოვს შეეხო.


„არის პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვში მიგრანტების რაოდენობა 40%-ით შემცირდა“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა.


რუსეთის მშენებლობის სამინისტროს ინფორმაციით მუშახელის დეფიციტის მშენებლობებზე 100 000-ზე მეტია. მოსკოვში კი სამშენებლო პროექტებში დაკავებულთა 40%-დან 70% -მდე - უცხოელია.


ეკონომიკის უმაღლესი სკოლის კვლევის თანახმად, ყველაზე დიდია მოთხოვნა არაკვალიფიცირებულ სამუშაო ძალაზე - სასურველია განათლების გარეშე.



დეფიციტი სხვა დარგებსაც ეხება, თუმცა, ყველაზე მეტად - მშენებლობას და პუტინის ხსენებული გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო გამოწვეული. ბიზნესი ყველანაირი მუშახელის დეფიციტზე ლაპარაკობს, როგორც არაკვალიფიცირებულზე, ასევე კვალიფიცირებულზეც.


„პანდემიის გამო ქვეყნის შიდა მიგრაციაც 20%-ით შემცირდა. რუსები სხვადასხვა რეგიონებში გადასვლაზე და სახლისგან შორს მუშაობაზე უარს ამბობენ“ - ამბობს ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი ელენა ვაკულენკო.


მისი აზრით, სამშენებლო კომპანიების მხრიდან მუშახელის შემოყვანის პროცედურების გამარტივების მოთხოვნა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი საკადრო პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავენ. ისევე როგორც პანდემიამდე მათთვის პრიორიტეტია სამსახურში მიგრანტების დაქირავება.


„რუსებისგან განსხვავებით შუა აზიელი მიგრანტებინებისმიერ, ყველაზე ცუდ პირობებზე და დაბალ ხელფასებზე თანხმდებიან. ისინი დღეში 10 საათი მუშაობენ, სარდაფებში ცხოვრობენ. დეველოპერების მთავარი არგუმენტია ასეთი სამუშაო ძალის დაბალი ღირებულება. რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანა ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დამსაქმებლებს სხვადასხვა გადასახადების გადახდა უწევთ, რაც ზოგჯერ დასაქმებულის ხელფასის 45%-ს აღწევს“ - ამბობს ექსპერტი.


თანაც რუსები პერიოდულად ხელფასების მკვეთრ ზრდას ითხოვენ, მაშინ როდესაც აზიელები თითქმის ხურდა ფულზე მუშაობენ.


ასე რომ დეველოპერული კომპანიების ეს მიდგომა არ შეიცვლება, მიგრანტების გამარტივებული წესებით დაქირავება და ექსპლუატაცია არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამდე სახელმწიფოსთვისაც მომგებიანია, სხვადასხვა სატენდერო შეკვეთების შესრულებისას.


ვაკულენკოს აზრით, წარმოდგენა, თითქოს მიგრანტების რუსეთის მოქალაქეებს სამუშაოს ართმევენ - გადაჭარბებულია, რადგანაც მათ შორის კვეთა თითქმის არაა, ისინი სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობენ.

„მიგრანტები ყველაზე მძიმე და არაკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ. რუსეთის მოქალაქეებს ამ პოზიციებზე თითქმის ვერ ნახავთ“ - ამბობს ვაკულენკო.


თენგიზ აბლოთია

წყარო: gazeta.ru



თეგები:
მიგრანტები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up