რუსეთი ლითონის ექსპორტზე დროებით გადასახადებს დააწესებს

რუსეთი ლითონის ექსპორტზე დროებით გადასახადებს დააწესებს

access_time2021-06-24 23:30:00

მსოფლიოში ლითონის უმსხვილესი მიმწოდებელი ქვეყანა, რუსეთი ფოლადის, ნიკელის, ალუმინისა და სპილენძის ექსპორტზე დროებითი გადასახადების დაწესებას გეგმავს. ამით ფედერაციის მთავრობა ცდილობს, დაეხმაროს შიდა ინფლაციის შემცირებას იმ ფონზე, როცა ნედლეულზე ფასები მასშტაბურად გაიზარდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.


„1-ლი აგვისტოდან წლის ბოლომდე, მინიმუმ 15%-იანი გადასახადი ამოქმედდება, ხოლო თითოეულ ლითონზე ბაჟი საბაზისო გადასახადზე მაღალი დონით განისაზღვრება და ამის მიხედვით დაიბეგრება,“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.


ტონა სპილენძისთვის მინიმალური სპეციფიკური საექსპორტო გადასახადის ტარიფი იქნება 1,226 აშშ დოლარი, ნიკელისთვის - 2,321 აშშ დოლარი, დაბალი ხარისხის ალუმინისთვის კი - 254 აშშ დოლარი.


ფოლადის თითოეულ პროდუქტს გადასახადი საკუთარი ფსონით დაუწესდება, მაგალითად, ტონა ცხელი ფოლადისთვის - მინიმუმ 115 დოლარი.



Bloomberg-ის შეფასებით, საექსპორტო გადასახადების დაწესებამ შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს ლითონის გლობალურ ბაზრებზე ისეთი პროდუქტების მეტად შეზღუდული მომარაგების ფონზე, როგორიცაა ალუმინი. გაერთიანებული კომპანია Rusal International PJSC გლობალური ალუმინის სექტორის, დაახლოებით 10%-ს აკონტროლებს, MMC Norilsk Nickel PJSC მსოფლიო ნიკელის, დაახლოებით 20%-ს აწარმოებს. რუსეთი სიდიდით მესამე ფოლადის ექსპორტიორი ქვეყანაა და მისი გაყიდვების ძირითადი ბაზარი ევროპაშია.


Norilsk Nickel-ის აქციები მოსკოვში 6.3%-ით, Rusal-ის კი 7.9% -ით შემცირდა. ასევე დაეცა, Novolipetsk Steel PJSC-დან დაწყებული, Severstal PJSC-ით დამთავრებული, ფოლადის მწარმოებელი ყველა კომპანიის აქციათა ფასი.


„ლითონის ბაზრებზე რეაქცია უფრო მშვიდი იყო: ნიკელზე ფასები გაიზარდა, სპილენძმა გარკვეული დანაკარები შეამცირა, ხოლო ალუმინის ფასი კლებას განაგრძობდა. სავარაუდოდ, ინვესტორები ელიან, რომ რუსი მწარმოებლები დამატებით ხარჯებს თავის თავზე აიღებენ და ექსპორტს გააგრძელებენ,“ - წერს Bloomberg.


BCS Global Markets-ის ანალიტიკოსი კირილ ჩუიკო აცხადებს, რომ საექსპორტო ზომები რუსეთის ნიკელისა და ალუმინის ექსპორტზე დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან ადგილობრივი გამოყენება შეზღუდულია: რუსეთი მის მიერ წარმოებული ნიკელის მხოლოდ 10%-ს და ალუმინის 30%-ს მოიხმარს.


BPN.GE



თეგები:
გადასახადი



საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up