რუსეთი კვლავ მოითხოვს „ლუგარის ცენტრის“ ინსპექტირებას და ბიოლოგიურ საფრთხეზე  მიანიშნებს

რუსეთი კვლავ მოითხოვს „ლუგარის ცენტრის“ ინსპექტირებას და ბიოლოგიურ საფრთხეზე მიანიშნებს

access_time2020-05-27 10:15:38

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.


„მაღალი ბიოთავდაცვის მქონე აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და, მის ინტერესებიდან გამომდინარე,გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკრობების შესასწავლად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.


რუსეთის საგარეო უწყება აპელირებსბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას(BTWC) და აღნიშნავს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად აშშ-ი არ აწვდის რუსეთს ინფორმაციას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ორმაგი დანიშნულების საქმიანობის შესახებ.


„ლუგარის სახელობის ცენტრის საქმიანობა იწვევს სერიოზულ შეკითხვებს აშშ-ის მხრიდან BTWC-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევი მიკრობების მწერების საშუალებით გადატანის მიმართულებით. აღნიშვნის ღირსია, რომ აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო მფრინავი აპარატი დაინფიცირებული კოღოების ჰაერში გასავრცელებლად. ამას გარდა, გაიცა პატენტი საბრძოლო მასალების წარმოებაზე, რომლებიც მომწამვლელი ნივთიერებით ან ინფექციური აგენტებით იქნება დამუხტულია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.



რუსეთის საგარეო უწყება ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2018 წლის 14-15 ნოემბერში ჩატარებული შემოწმების სანდოობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, ლუგარის ცენტრის „ნამდვილ შემოწმებას“ რუსი ექსპერტების მიერ, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ „გარანტია შევიდნენ ყველა კორპუსში, მათ შორის შენობაში, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ“.


უფრო ადრე სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ რუსული სახელმწიფო მოხელეებისა და რუსული მედიის ნაწილის მიერ გავცრელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც შემაშფოთებული უწოდა პანდემიის კონტროლის პროცესში საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას.


საქართველოში აცხადებენ, რომ რუსულ დეზინფორმაციას მიზანში აქვს ამოღებული ის წარმატებული პროგრამები, რომლებსაც ლაბორატორია ახორციელებს. მათ შორის არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ლუგარის ლაბორატორია ამ პროგრამის გარე კონტროლს ახორციელებს. შედეგად 2015 წლიდან 4 3011 პაციენტი სრულიად განიკურნა.


რადიო თავისუფლება 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up