რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის წარმოებას წყვეტს.
როსპოტრებნადზორში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ვაქცინების „კოვივაკ“ და „ეპივაკკორონა“ წარმოებას წყვეტენ. მიზეზად ის დაასახელეს, რომ რეგიონებიდან ამ ვაქცინებზე მოთხოვნა აღარ არის. მოთხოვნა მხოლოდ „სპუტნიკზე“ რჩება.
„რეგიონებიდან აღარ შემოდის დაკვეთები სხვა ვაქცინურ პრეპარატებზე, მხოლოდ „სპუტნიკს“ ითხოვენ... შედეგად, შევაჩერეთ დანარჩენი ორი ვაქცინის წარმოება“, – აღნიშნეს როსპოტრებნადზორში.