რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი

რუსეთი, როგორც მთავარი კიბერგამომძალველი

access_time2021-10-16 20:00:31

დასავლეთის ქვეყნებზე განხორციელებული კიბერშეტევების დიდი ნაწილის უკან რუსეთი და მისი მეზობელი ქვეყნები დგანან - განაცხადა ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა ლინდსი კემერონმა. მისი თქმით, სწორედ ონლაინგამოძალვა წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ საფრთხეს კიბერშეტევების ყველა სახეობას შორის.

 

„ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული სამუშაო და მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთში და მის მეზობელ ქვეყნებში ბაზირებული კიბერდამნაშავეები არიან უშუალოდ პასუხისმგებლები ბრიტანეთზე და დასავლეთის სხვა ქვეყნებზე გახორციელებულ კიბერთავდასხმებზე,“ - განაცხადა მან.

 

რუსეთს უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ ჰაკერების მფარველობაში. მოსკოვი დიდი ხანია ეჭვმიტანილია  დასავლურ ბიზნესზე კიბერშეტევებში, რომელმაც ეპიდემიის სახეც კი მიიღო ბოლო პერიოდში მისი სიხშირის გამო.

ამა წლის მაისში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა უფრო დიპლომატიური ფორმულირებები გამოიყენა და განაცხადა, რომ „რუსეთს არ შეუძლია უბრალოდ გაიმართლოს თავი იმით, რომ მის ტერიტორიაზე მოქმედ კიბერ-დანაშაულთან არავითარი კავშირი არა აქვს“.

 

ჯო ბაიდენმა ეს საკითხი ვლადიმერ პუტინის წინაშე 2-ჯერ დააყენა და მიანიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების უმოქმედობის შემთხვევაში, აშშ მზადაა შეუტიოს სერვერებს, საინადაც თავდასხმები ხორციელდება.


 

2020 წლის ოქტომბერში ლონდონის ჰაქნის რაიონის ადგილობრივი საბჭო გამომძალველ პროგრამების გამოყენებით სერიოზული ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა. კიბერთავდასხმამ რამდენიმე თვით შეარყია რაიონის საპენსიო სისტემა, რადგანაც საბჭომ ჰაკერებს გამოსასყიდი არ გადაუხადა. თუმცა, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან სისტემის აღდგენას 10 მლნ. ფუნტზე მეტი დასჭირდა.

 

ლინდსი კემერონის თქმით, დანაშაულებრივ ჯგუფებს სწორედ გამოსასყიდის გადახდა ახალისებს, მით უმეტეს, რომ ჰაკერულ ჯგუფთა დიდი ნაწილი ჯერ ტერორისტებად გამოცხადებული არაა.

 

ექსპერტების თქმით, რუსეთი თვალს ხუჭავს მის ტერიტორიაზე მოქმედი კიბერგამომძალველების ჯგუფებზე, სანამ მათი საქმიანობა უცხოეთზეა კონცენტრირებული. თუმცა, ერთი ცნობილი ჯგუფი - REvil – ივლისში, ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, ინტერნეტსივრციდან გაქრა. სხვა ჯგუფებმა კი უზარმაზარი თანხები იშოვეს. მაგალითად, ისეთმა კიბერბანდებმა, როგორც WizardSpider-ი და RYUK-ია   ბერშეტევებით დაახლოებით 150-150 მლნ. დოლარი მიიღეს.

 

კემერონის თქმით, კიბერუსაფრთხოების სფეროში რუსეთი ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება, თუმცა, გარკვეულ პრობლემებს ჩინეთიც ქმნის.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: The Guardian




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up