რუსეთი კარანტინში მოსახლეობის გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს

რუსეთი კარანტინში მოსახლეობის გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს

access_time2020-04-04 17:16:15

რუსეთი ქვეყანაში შემოღებული კარანტინის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს.

მოსკოვში სახის ამომცნობი, სათვალთვალო სისტემა მიმდინარე წელს დაინერგა და მას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი, მოსკოვის პოლიციამ ამ სისტემის საშუალებით 200 ადამიანი კარანტინის ზომების დარღვევისათვის დაიჭირა და დააჯარიმა. რუსული მედიის მიხედვით ამ პირებიდან რამდენიმე გარეთ მხოლოდ ნახევარი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, როდესაც კამერამ დააფიქსირა.

ამჟამად რუსეთის დედაქალაქში არსებულ ამ სისტემაში 170,000 კამერაა ჩართული და კიდევ 9,000 კამერის დამატება იგეგმება.

მოსკოვის მერის თქმით ამ სისტემას იმ პირების კონტაქტების გასაანალიზებლადაც იყენებენ, ვინც შესაძლოა ვირუსით იყოს ინფიცირებული. სერგეი სობიანინმა თავის ბლოგში აღწერა როგორ უთვალთვალებდნენ ჩინელ ქალს, რომელიც პეკინიდან მოსკოვში თებერვალში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, სისტემამ აღრიცხა მძღოლი, რომელმაც ის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, მეგობრები, ვისაც შეხვდა და იმავე შენობაში მცხოვრები 600-მდე ადამიანი.

გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა რუსეთის კომუნიკაციების სამინისტროს დაავალა მთელი ქვეყნის მასშტაბით აემუშავებინათ სისტემა, რომელიც მობილური ოპერატორებისაგან კონკრეტული პირის ადგილმდებარეობის მონაცემებს მოიპოვებს. მონაცემები ანონიმური არ იქნება. ის ადგილობრივ სამართალდამცველებს გადაეგზავნებათ, რათა შესაძლო ინფიცირებული პირი კარანტინში გადაიყვანონ.

რუსეთში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ტექნოლოგიები შესაძლოა მომავალში კრემლმა მოსახლეობაზე სათვალთვალოდ გამოიყენოს.


სობიანინმა 29 მარტს გამოაცხადა, რომ მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ შემდეგი მიზეზების გამო შეუძლია: სამედიცინო დახმარების მიღება, სამსახურში წასვლა, უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლა, შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაგვის გადაყრა. ახალი შეზღუდვები ძალაში 30 მარტიდან შევიდა.

გარდა ამისა, სობიანინი ამბობს, რომ დამატებითი ზომების შემოღება იგეგმება, მათ შორის "კონტროლის ჭკვიანი სისტემა", რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ, თუმცა სისტემა სულ მცირე კიდევ ერთი კვირის განმავლობაში მზად არ იქნება.

Meduza-ს წყაროს მიხედვით მოსკოვის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მერიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეს და მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი. სისტემა მათ QR კოდს მიანიჭებს, რაც სახლის დატოვების უფლებას განუსაზღვრავს. პოლიციის მოთხოვნის შესაბამისად მოქალაქეები ვალდებული იქნებიან სწორედ ეს კოდი წარმოადგინონ. ახალი შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვისაც სპეციალური საშვები იქნებათ, რომლებსაც საჭიროების მიხედვით მერია გასცემს.

ამ დროისათვის, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4,731 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 43, გამოჯანმრთელდა 333 ადამიანი.


ტაბულა

თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up