რუსეთი ითხოვს ბოდიშს საქართველოსგან

რუსეთი ითხოვს ბოდიშს საქართველოსგან

access_time2019-10-08 10:53:44


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში ანტირუსული გამონათქვამების გამო, უარყოს ისინი და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი - განაცხადა რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.


„საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ უწოდა რუსეთს აგრესორი-ქვეყანა, უნდა უარყოს ეს ბრალდება, მოიხადოს ბოდიში, და განმარტოს თავისი პოზიცია. როგორ შეიძლება ურთიერთობების განვითარება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელმძღვანელობა ასე იქცევა?“ - თქვა მან.


ვოლოდინმა ასევე მიაქცია ყურადღება იმას, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ანტირუსული ინიციატივებით, როგორც წესი, გამოდიან აშშ-ს სატელიტი ქვეყნები - ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი, უკრაინა, და საქართველო.


„ისინი რომ ფიქრობდნენ სერიოზულ განვითარებაზე, არასდროს არ წავიდოდნენ ამგვარ ნაბიჯებზე. რისთვისაა საჭირო კონფლიქტები, როდესაც შესაძლებელია ურთიერთობების აწყობა გასაგებ პრინციპებზე, ურთიერთპატიცისცემის, კეთილმეზობლობის, და შიდა საქმეების ჩაურევლობის საფუძველზე?“ - მიიჩნევს ვოლოდინი.



რუსი დეპუტატი პარალელს ავლებს საქართველოს და უკრაინას შორის.


„უკრაინა ვერ განვითარდება რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის შენარჩუნების პირობებში. ჩვენ გვაერთიანებს უზარმაზარი საზღვარი, სავაჭრო, კულტურული, ისტორიული კონტაქტები. შეუძლებელია ჩვენს შორის კედლის აგება“ - დარწმუნებულია სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი.


მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც ახდენენ რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციას, უქმნიან საკუთარ თავს უზარმაზარ პრობლემებს - როგორც ეს მოუვიდა საქართველოს.


„დაიწყო ამ ქვეყანასთან ურთიერთობების ნელა-ნელა გამოსწორება, თუმცა, ვიღაცას დასჭირდა თბილისში კონფლიქტის მოწყობა, როდესაც რუსეთის დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლებაზე. საქართველოს პრეზიდენტმა კი, იმის ნაცვლად, რომ ჩარეულ იყო და დაეგმო მომხდარი, გამოაცხადა რუსეთი აგრესორად“ - განაცხადა ვოლოდინმა.


მისი თქმით, სწორედ პრეზიდენტი აგებს პასუხს ქვეყანაში უცხოური დელეგაციების უსაფრთხოების საკითხებზე.


„დღეს ის სდუმს, არაფერს არ ამბობს. ქართული საზოგადოება ამბობს - ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. ახლა ხელისუფლებამ უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი ამასთან დაკავშირებით. მათ ეყოთ ტვინი გამწვავებისთვის, რუსი ხალხის შეურაწმყოფისთვის, ახლი კი გაჩუმებულები არიან“ - განაცხადს სპიკერმა.


Newsru.com






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up