რუსეთი - იმპორტის ჩანაცვლების 5 წლის შედეგები

რუსეთი - იმპორტის ჩანაცვლების 5 წლის შედეგები

access_time2019-12-03 21:00:06

5 წლის წინ, როდესაც ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის გაჩაღების გამო დასავლეთმა შემოიღო სანქციები რუსეთის წინაამღდეგ, მოსკოვში ალაპარაკდნენ იმპორტის ჩანაცვლების აუცილებლობაზე.

 

დღეს, 5 წლის შემდეგ უკვე შესაძლებელია საუბარი იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის პირველ შედეგებზე .საბოლოო ჯამში, მოძრაობამ ამ მიმართულებით მოიტანა ძირითადად ფასების ზრდა, უცხოური ტექნოლოგიების იმპორტის ზრდა, მედიკამენტების დეფიციტი, და სისხლის სამართლის საქმეები იმ მოქალაქეთა წიმაამღდეგ, ვინც წამლებს უცხოეთში უკვეთავს.

 

რუსეთის მიერ ევროპულ და ამერიკულ პროდუქციაზე შემოღებულმა კონტრსანქციებმა დაადასტურა თავისი არაეფექტურობა - შეზღუდვების გამო ზარალდებიან როგორც მეწარმეები,  ისევე მომხმარებლები.

 

 სურსათი

 

 რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტის ჩანაცვლების პროგრამას წარმატებულად მიიჩნევს.2013 წლიდან ოფიციალური მონაცემებით, კვების პროდუქტების იმპორტი 31%-ით შემცირდა  და  30 მლრდ. დოლარი შეადგინა.

 

2018 წლის შედეგების მიხედვით, მარცვლეულის, შაქრის, კარაქის და ხორცის მოხმარებაში იმპორტის წილი 10%-მდე  შემცირდა, ასევე, სამინისტროს დაპირებით, უახლოეს 70 წელიწადში  რძის პროდუქტების იმპორტი მთლიანად შეწყდება.

 

თუმცა, ადგილობრივი პროდუქტის დომინირება ბაზარზე ვერ ჩაითვლება იმპორტის წარმატებულ ჩანაცვლებად იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმი პროდუქტის ფასი გაიზარდა, მოხმარება კი შემცირდა - მიიჩნევს რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემია.

 

ექსპერტების გათვლებით, რეალური ჩანაცვლება მოხვდა მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით - ღორის, ქათმის ხორცი  და პომიდორი - ამ პროდუქტების შიდა წარმოება გაიზარდა იმ რაოდენობამდე, რომ მოხმარება არ შემცირდა, ფასები კი2013 წლის დონეზე  დარჩა.

 

აკადემიის კვლევა შეეხება 15 სასაქონლო ჯგუფს. აქედან 12-ში იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა ჩავარდა ,ფასები გაიზარდა, ხოლო მოხმარება შემცირდა.

 

3 პროდუქტში, რომლის ჩანაცვლებაც წარმატებულად  ჩაითვალა, მომხმარებლებმა  წელიწადში 75 მლრდ. რუბლი მოიგეს, ხოლო 12 დანარჩენ ჯგუფში პირიქით, წაგებამ წელიწადში  520 მლრდ. რუბლს  მიაღწია.  ამ რაოდენობით  მეტი დახარჯეს მომხმარებლებმა ამ კატეგორიაში ჩამოთვლილი პროდუქტების შეძენაზე.

 

ასე, რომ კონტრსანქციებით მიყენებულმა ზარალმა  წელიწადში 445 მლრდ. რუბლს მიაღწია, ანუ, 14 მლრდ. დოლარს.

 


ფასები გაიზარდა არა მხოლოდ იმპორტზე, არამედ ადგილობრივ ნაწარმზეც - 2013-2018 წლებში კარაქი გაძვირდა 79%-ით, თევზი -68%-ით, კომბოსტო 62%-ით, მაკარონები, ფქვილი, და ზეთი - 25-35%-ით.

 

ადგილობრივ პროდუქტზე ფასების ზრდის მიზეზია მწარმოებლების დიდი დამოკიდებულება იმპორტზე .ეს ეხება აღჭურვილობას, საკვებს, სათესლე მასალებს, და ა.შ.

დათვლილია, რომ რუსულ პროდუქციაში იმპორტის წილი  50%-ს აღემატება . გამოდის, რომ ნებისმიერი რუსული პროდუქტი, ისიც კი, რომლიც  წარმატებით ჩანაცვლდა, სანახევროდ იმპორტულია.

 

 მრეწველობა

 

 2013 წლის შემდეგ, დეკლარირებული იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის მიუხედავად, აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების იმპორტი უცვლელი დარჩა . ის შეადგენს 47,3%-ს, რაც თითქმის არ განსხვავდება 2013 წლის მაჩვენებლისგან (48%).

 

ჯერ კიდევ 2015 წელს ადგილობრივი მანქანა-დანადგარებს და მასალებს საწარმოების 30% ყიდულობდა, თუმცა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი  8-9%-მდე შემცირდა. ანალიზმა აჩვენა, რომ აღჭურვილობის და მასალების იმპორტის ჩანაცვლება იყო ძალზე მცირე, და 2018 წლიდან ის თითქმის შეწყდა.

 

სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის მონაცემებით, ამის მიზეზია ასეთი ტიპის წარმოების მცირე რაოდენობა რუსეთში და მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის დაბალი ხარისხი.

 

მანქანა-დანადგარების და მასალების იმპორტის მიღების წყაროდ ძირითადად რჩება დასავლეთ ევროპა, კონტრსანქციების შედეგად მოგებულებს შორის არიან ჩინეთი და ინდოეთი.

 

იმპორტულ მასალებზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება შემცირდა მხოლოდ რამდენიმე დარგში - ხორცის და წამლების წარმოებაში, ასევე მეტალურგიულ მანქანმათმშენებლობაში.

 

რამდენიმე სფეროში კი ეს მაჩვენებელი პირიქით, გაზრდილია - მაგალითად, ხილის და ბოსტნეულის გადამუშავებაში.მეტიც, 2016-2018 წლებში მანქანა-დანადგარების შემსყიდველი საწარმოების წილი მთლიან მრეწველობაში  32%-დან 38%-მდე გაიზარდა.

შესაბამისად, ამ დარგში იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა მთლიანად  და უიმედოდ ჩავარდა.

 

 მედიცინა

 

2015 წელს რუსეთის მთავრობამ   608 დასახელების უცხოური წამლების იმპორტი აკრძალა, თუმცა, რუსეთში   მათი მხოლოდ 282 ანალოგი იწარმოებოდა.

 

2015-2016 წლებში რუსეთში წარმოებული მედიკამენტების სიას შეემატა 74 დასახელება. თუმცა, იმპორტის შეზღუდვამ გამოიწვია მონოპოლიზმის ზრდა ბაზარზე.

 

2019 წლის ივნისში მთავრობამ კიდევ 14 დასახელების სამედიცინო საქონლის იმპორტი   აკრძალა. მათ შორისაა ნარკოზის და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის მოწყობილობა, სახსრების პროტეზები, და ა.შ. მთავრობის ინფორმაციით, ხსენებული პროდუქცია საკმარისი რაოდენობით იწარმოება რუსეთში  და მისი იმპორტის აუცილებლობა არ არსებობს.

 

 ბოლო წლებში გაყიდვიდან გაქრა ისეთი იმპორტული პრეპარატები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების დროს. ისინი არ იყიდება არც საავადმყოფოებში  და არც აფთიაქებში.მათ ნაცვლად გამოიყენება ადგილობრივი წამლები, თუმცა, მათი ეფექტურობა გაცილებით უფრო დაბალია.

 

 

ჯანდაცვის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ნატალია კომაროვას თქმით, ფარმაცევტულ მრეწველობაში შექმნილი ვითარების კარდინალური გაუმჯობესება ძალიან რთულია.

 

მისი თქმით, წამლების წარმოებას სჭირდება ძალიან მსხვილი ინვესტიციები, ხოლო რუსეთში ინვესტიციების სიმცირე ნეგატიურად მოქმედებს მედიკამენტების იმპორტის რეალურ ჩანაცვლებაზე. ასევე რუსეთში არაა საკმარისი ტექნოლოგიები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  აღჭურვილობა.

 

წამლების წარმოების აწყობა არის რთული, ხანგძლივი  და ძვირადღირებული პროცესი. ინვესტორებს სჭირდებათ სტაბილური ბაზრის და პროგნოზირებადი რეგულირების გარანტია გრძელვადიან პერსპექტივაზე. რუსეთში კი ყველაფერი პირიქითაა - მაღალი რისკები და რეგულატორების სრულიად არაპროგნოზირებადი ქმედებები მკვეთრად ამცირებენ ახალი წარმოების აწყობის მოტივაციას - მიიჩნევს ექსპერტი.

 

Еurasianet

თენგიზ აბლოთია


თეგები:
რუსეთი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up