რუსეთი ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის ანალოგს ქმნის

რუსეთი ილონ მასკის კოსმოსური ხომალდის ანალოგს ქმნის

access_time2019-09-30 23:15:05

რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსი“ მრავალჯერადი გამოყენების სატვირთო კოსმოსურ ხომალდ „არგოს“ შექმნის, რომელიც ილონ მასკის მიერ შექმნილი Dragon-ის ანალოგი იქნება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

„არგოს“ ფუნქცია ორბიტული სადგურების მომარაგება იქნება. ის ორბიტაზე 2 ტონამდე ტვირთს გაიტანს, დედამიწაზე კი 1 ტონა ტვირთს დააბრუნებს. ხომალდის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. „არგო“ ორბიტული სადგურის შემადგენლობაში 300 დღის განმავლობაში დარჩება.

 

ხომალდის ერთჯერადი გაშვების ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღწევს, რაც Dragon-ის ერთჯერად გაშვებაზე ოთხჯერ უფრო იაფია. ტექნიკური მახასიათებლებით „არგო“ SpaceX-ის ანალოგს ჩამოუვარდება, თუმცა სჯობნის უპილოტო სატვირთო ხომალდ „პროგრესს“, რომელსაც რუსეთის შიდა ბაზარზე კონკურენცია უნდა გაუწიოს.


 

29 სექტემბერს SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა კოსმოსური ხომალდი Starship-ი წარადგინა და განაცხადა, რომ ის ორბიტაზე 6 თვის განმავლობაში მოხვდება.

 

imedinews


თეგები:
ილონ მასკი



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან
access_time2020-02-29 17:30:08
ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ. კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება. ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს...


მსგავსი სიახლეები

up