რუსეთი იკეტება - მოსკოვმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა

რუსეთი იკეტება - მოსკოვმა აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა

access_time2020-12-16 19:00:38

ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) რამდენიმე ქვეყნიდან სხვადასხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა.

 

 

აი რა მოხდა ამ კუთხით ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე:

 

 

-სასათბურე პომიდორების და წიწაკის იმპორტის აკრძალვა უზბეკეთის ფერგანის რეგიონიდან. მიზეზი - მავნებლების აღმოჩენა.

- ჩირის იმპორტის აკრძალვა უზბეკეთის ფერგანის რეგიონიდან. მიზეზი - მავნებლების აღმოჩენა.

- სასათბურე პომიდორების და წიწაკის იმპორტის აკრძალვა უზბეკეთის კაშკადარის რეგიონიდან. მიზეზი ისევ მავნებლების აღმოჩენა.

- სასათბურე პომიდორების იმპორტის აკრძალვა სომხეთის არმავირის ოლქიდან - მავნებლების აღმოჩენის გამო.

 

-პომიდორების და ვაშლის იმპორტის აკრძალვა აზერბაიჯანიდან, რაც ასევე დააზარალებს ირანელ მწარმოებლებს, რადგანაც ირანიდან რუსეთში პომიდორების ექსპორტი სწორედ აზერბაიჯანის გავლით ხორციელდებოდა.

 

- პომიდორების იმპორტის აკრძალვა თურქეთიდან. მიზეზი - მავნებლების აღმოჩენა.


 

-პომიროდების და წიწაკის იმპორტის აკრძალვა ბელორუსიის რამდენიმე ოლქიდან - იგივე მიზეზით.

 

 

ცხადია, რომ ასეთი მასობრივი აკრძალვები, თანაც თითქმის ერთდროულად და საახალწლო დღესასწაულების წინ, ხილ-ბოსტნეულის ბაზრის მონაწილეებს შორის დიდ ეჭვებს იწვევს.

 

ეს ეჭვები უსაფუძვლო ნამდვილად არაა - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მავნებლების აღმოჩენა სხვადასხვა პროდუქტებში ხშირად პოლიტიკური მიზეზების გამო ხდებოდა.

 

გადადგმული ნაბიჯების გაანალიზება ცხადყოფს,  რომ 11 დეკემბრიდან რუსეთში თითქმის მთლიანად აიკრძალა პომიდორების და წიწაკის იმპორტი. ასევე  დაიხურა ვაშლის იმპორტი აზერბაიჯანიდან, რომელსაც ამ ბაზარზე პირველი ადგილი ეკავა.

 

თუმცა, თუ ჩავღრმავდებით, დავინახავთ, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან მზადდებოდა. კერძოდ, 2020 წლის აპრილში რუსეთის პომიდორების მწარმოებელთა ასოციაციამ აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ამ პროდუქტის იმპორტის აკრძალვის თხოვნით მთავრობას მიმართა.

 

ზოგადად, ხილ-ბოსტნეულის რუსი მწარმოებლები ხშირად აცხადებდნენ, რომ ამ დარგს სახელმწიფოსგან მეტი ხელშეწყობა სჭირდება და ამისთვის აუცილებელია იმპორტის მკვეთრი შეზღუდვა. თანაც იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო დოტაციები მკვეთრად შემცირდა.

 

შესაბამისად, ეს ზომები შესაძლებელია როსსელხოზნადზორის მხრიდან საახალწლო საჩუქრად ჩაითვალოს, თუმცა პირველ რიგში მომხმარებლების ხარჯზე, რომლებსაც მეტის გადახდა მოუწევთ.

 

იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში ფასები რუსულ ბაზარზე რეკორდულად გაიზრდება თანაც ქვეყანაში წარმოებული ხილ-ბოსტნეულის რაოდენობა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

 

ყველა შემთხვევაში ბაზრის მონაწილეებმა შექმნილ სიტუაციაში სერიოზული დასკვნა უნდა გააკეთონ - ერთ ქვეყანაზე ორიენტაცია, განსაკუთრებით ისეთ არასანდო სავაჭრო პარტნიორზე, როგორიცაა რუსეთი, ძალიან საშიშია.

 

მით უმეტეს, თუ აღმოჩნდა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, მოსალოდნელია რომ აკრძალვები სხვა ქვეყნებს და სხვა დარგებსაც შეეხოს. პირველ რიგში კი ეს იმ ქვეყნებს და მწარმოებლებს დააზარალებს, ვისი ექსპორტიც კრიტიკულადაა რუსეთზე დამოკიდებული.

 

east-fruit.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up