რუსეთი და თურქეთი ვაჭრობის ეროვნულ ვალუტებში გადაყვანაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და თურქეთი ვაჭრობის ეროვნულ ვალუტებში გადაყვანაზე შეთანხმდნენ

access_time2019-10-09 20:00:56


რუსეთი და თურქეთი გეგმავენ გააფართოვონ სავაჭრო ურთიერთობები რუბლებში და ლირებში, რუსული პლასტიკური ბარათების თურქეთში გამოყენების გააქტიურებაზე და თურქული ბანკების მიერთებაზე SWIFT-ის რუსულ ანალოგთან. შესაბამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და მისმა თურქ კოლეგა, ბერატ ალბაირაკმა - იტყობინება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახური.



დოკუმენტის მიზანია თანდათანობითი გადასვლა ერთმანეთთან შორის ვაჭრობაში დოლარიდან რუბლებზე და ლირებზე. თუმცა, ეს არაა მარტივი საკითხი და ამისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება და კომპანიებს შორის ანგარიშსწორების უწყვეტობის უზრუნველყოფა - ნათქვამია ინფორმაციაში.
მეორე შეთანხმება



ეს არის საგარეო ვაჭრობის დედოლარიზაციასთან დაკავშირებული რუსეთის მიერ დადებული მეორე შეთანხმება - პირველი იყო ჩინეთთან, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილის ალექსეი მოისეევის თქმით, ის იყო მხოლოდ მთავრობათაშორისი მემორანდუმი, რომელიც ატარებდა ჩარჩო ხასიათს და არ იყო სავალდებულო მხარეებისთვის.



თურქეთთან ამჟამინდელი გარიგება ითვალისწინებს მთელ რიგ კონკრეტულ ღონისძიებებს - რუსული ბარათების მიღების ინფრასტრუქტურის ზრდას თურქეთში, თურქული ბანკების მიერთებას SWIFT-ის რუსულ ანალოგთან, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებას რუბლებში და ლირებში ორივე ქვეყნის ბაზრისთვის.
რუსული SWIFT, (ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა СПФС) შეიქმნა 2014 წელს, როდესაც რეალურად დადგა რუსეთის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვის საფრთხე. მასში მონაწილეობს თითქმის 400 სუბიექტი, ძირითადად, რუსული სახელმწიფო კორპორაციები და ბანკენი.



უცხოელებს შორის რუსული სისტემა არ სარგებლობს დიდი მოთხოვნით. მასში მონაწილეობს მხოლოდ ბელორუსული „Белгазпромбанк“, რომელიც ეკუთვნის „გაზპრომს“ და ყაზახური ევრაზიული ბანკი.


2019 წელს რუსეთმა შეწყვიტა SWIFT-ის გამოყენება იარაღით ვაჭრობის გარიგებებში.



რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყანასთან რუსეთის ვაჭრობის 20% უკვე მიმდინარეობს ეროვნულ ვალუტებში. თუმცა, ვაჭრობის 65% მაინც დენომინირებულია დოლარებში, ხოლო 13% - ევროში.




2018 წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის და თურქეთის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეადგენს 25,6 მლრდ. დოლარს.
მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე დიდი ხანი მიმდინარეობს.


აგვისტოს მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტაცია, სადაც საუბარი იყო სწორედ თურქეთთან ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებაზე, რუსული ბარათების მომსახურეობაზე თურქეთში და ა.შ., ერთი სიტყვით, ყველაფერზე, რაზეც მოეწერა ხელი შეთანხმებაში.


მაშინ რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ასეთი მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა.



ვაჭრობა ლირებში ნაკლებად სავარაუდოა



„საეჭვოა, რომ რუსეთი და თურქეთის სურვილი უარი თქვან დოლარებზე,“ - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა სამინისტრის სანქციების განყოფილების უფროსმა მრჩეველმა ბრაიან ო-ტულმა.


მისი თქმით, ლირა იმდენად დამოკიდებულია დოლარზე, რომ მისი მნიშვნელოვანი ჩამოშორება ამერიკული ვალუტისგან ნაკლებადაა მოსალოდნელი.
„ბოლოს და ბოლოს, ეს დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ დონალდ ტრამპის ტვიტებიც კი მკვეთრად აუფასურებს ლირას,“ - მიიჩნევს ის.


«Ренессанс Капитал»-ის მთავარი ეკონომისტი ჩარლი რობერტსონი თვლის, რომ რუსულ-თურქული შეთანხმება შესაძლოა განხილულ იქნას განცხადებების ფონზე იმის თაობაზე, რომ რუსეთი ეცდება გადავიდეს ნავთობით ვაჭრობაში ევროზე.



თურქული ლირის არასტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი და ანკარა შეეცდებიან ვაჭრობის გაფართოვებას რუსულ რუბლებში.
„თუმცა, მე ველოდი, რომ უპირატესობა მიენიჭება ევროს,“ - ამბობს რობერტსონი.


ის ასევე ვარაუდობს, რომ რუსი ინვესტორები იყიდიან მეტ აქტივებს თურქულ ლირაში, ხოლო თურქი ინვესტორები - რუსულ რუბლებში.



საგარეო ვაჭრობის დედოლარიზაცია



ვაჭრობის დედოლარიზაციაზე რუსეთი და თურქეთი პირველად შეთანხმდნენ 2014 წლის სექტემბერში. ხოლო 2018 წელს მათ შორის მოხვდა დიდი ფინანსური გარიგება ეროვნულ ვალუტაში - კერძოდ, რუსეთმა მიჰყიდა თურქეთს საზენიტო კომპლექსი С-400 დოლარების გარეშე.


2019 წლიდან რუსულ ბარათებს მოემსახურება თურქეთის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი - Isbank.



თუმცა, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად საინტერესოა ბიზნესისთვის ვაჭრობა ისეთ არასანდო ვალუტებზე როგორც რუბლი და ლირა.
2019 წელს რუსეთმა მოაწერა ხელი ანალოგიურ მემორანდუმს ჩინეთთან, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ჯერაც არაა ხელმოწერილი პეკინის მხრიდან ნაკლები ინტერესის გამო.
მოსკოვმა ასევე დადო ხელშეკრულება ვაჭრობის დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ყირგიზეთთან, ასევე იგეგმება ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორების ზრდა ინდოეთთან, იაპონიასთან, მონღოლეთთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან და ეგვიპტესთან.


ირანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, სადღეისოდ რუსულ-ირანული ვაჭრობა მთლიანად მიმდინარეობს ეროვნულ ვალუტებში.



თენგიზ აბლოთია





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up