რუსეთი ცხინვალის საბაჟოზე ტვირთებს არ ატარებს - ცხინვალში რიგი პროდუქტების დეფიციტია

რუსეთი ცხინვალის საბაჟოზე ტვირთებს არ ატარებს - ცხინვალში რიგი პროდუქტების დეფიციტია

access_time2020-08-17 20:00:03

რუსეთის და ცხინვალის რეგიონის საზღვარზე, გამშვებ პუნქტ ქვემო ზარამაგზე, რუსული მხარე ე.წ. „სამხრეთ ოსეთში  მიმავალ ტვირთებს არასწორი გაფორმების გამო არ ატარებს.

 

ეს პრობლემა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც საზღვარზე ტვირთების განბაჟების ახალი წესები ამოქმედდა, რომლებსაც ოსი მეწარმეები ვერ ასრულებენ.

 

სიტუაცია 2 კვირის წინ გამწვავდა, რის გამოც ცხინვალში  საქონლის დიდი ნაწილის, პირველ რიგში რძის ნაწარმის და საბავშვო კვების პროდუქტების დეფიციტი გაჩნდა.

 

მეწარმეთა კავშირის თავჯდომარის მარია ძიგოევას თქმით, ზოგადად ეს პრობლემა პერიოდულად 20 წლის მანძილზე იჩენს თავს, თუმცა, დღეს შეზღუდვები უფრო მკაცრი და ხანგრძლივია.

 

„მებაჟეები ყველა ტვირთის დეკლარირებას ითხოვენ თუმცა, ჩვენთან პატარა ბაზარია და მცირე რაოდენობით საქონლის დიდი ასორტიმენტი შემოაქვთ, ამიტომაც ამ პირობის შესრულება შეუძლებელია. ეს საკითხი პერიოდულად დღის წესრიგში დგება, შემდეგ იხსნება. ამ ყველაფრის მიზანი სრულიად გაუგებარია“ - თვლის ძიგოევა.

 

მისი თქმით, კარანტინის გამო პროდუქცია ცხინვალში რამდენიმე ადგილობრივ კლანებთან დაახლოებულ კომპანიას შემოაქვს, თუმცა, 2 კვირის წინ მათი გატარებაც, პროცედურების დარღვევის გამო შეწყდა.

                        

პრობლემა სისტემურია, ცხინვალის რეგიონში სულ 30 000 ადამიანო ცხოვრობს, შესაბამისად, ეს პატარა ბაზარია. მისი უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიაში მდებარე საწყობებში მცირე შესყიდვებით ხდება.

 


ერთადერთი საბუთი, რომლიც წარდგენაც აქაურ მეწარმეებს შეუძლიათ, არის ქვითარი ზედნადებით. მათ რუსული საბაჟოს მოთხოვნის შესრულება ფიზიკურად არ შეუძლიათ.

 

ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყოველთვის არსებობდა, თუმცა, ასე მწვავედ - არასდროს. სიტუაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟოს რუსეთის საბაჟოსთან ინტეგრაციის თაობაზე შეთანხმების დადების შემდეგ გართულდა.

 

ოფიციალური ცხინვალი ამ შეთანხმებას ლობირებდა და ადგილობრივებს არწმუნებდა, რომ ის მათ ცხოვრებას გაუმარტივებდა, თუმცა, რეალურად სულ სხვანაირად გამოვიდა.

 

პროცედურების გამკაცრება ასევე ხელმძღანელობის შეცვლამ გამოიწვია - 9 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟოს უფროსად თათარსტანის რესპუბლიკის მთავარი მებაჟე ალბერტ მავლიკოვი დაინიშნა.

 

იურისტის თემურ კოკოიტის თქმით, ახალი ხელმძღვანელი რეგიონისთვის უცხო ადამიანია და ადგილობრივი სპეციფიკა არ იცის.

 

„მასთან საუბარია საჭირო, ჩვენი სპეციფიკა უნდა ავუხსნათ, რომ საქმის კურსში იყოს. თებერვალში  შეხვედრა შედგა და ცხინვალმა თავის თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღო. ალბათ რუსმა მებაჟეებმა ჩვენებს დრო მისცეს, თუმცა არაფერი გაკეთებულა“ - ამბობს კოკოიტი.

 

ჯერ კიდევ  თებერვალში რუსეთის საბაჟოს წარმომადგენლები ოს ჩინოვნიკებს და მეწარმეებს შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ. იმ შეხვედრის მონაწილემ, დეპუტატმა დავით სანაკოევმა განაცხდა, რომ ეს საკითხი სხვა დონეზე წყდება.

 

„რუსეთის საბაჟოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამ პრობლემების გაჩენაში დამნაშავე არაა, ისინი მხოლოდ კანონს ასრულებენ. მათ ასევე მიგვანიშნეს, რომ საბაჟო საზღვარზე წესების შეცვლის ინიციატორი ვერ იქნება - ეს საკითხი სულ სხვა დონეზე უნდა გადაწყდეს“ - ამბობს სანაკოევი.

 

სავარაუდოდ, „სხვა დონე“  - რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობაა. ამიტომაც ხელმეორე შეხვედრა მებაჟეებთან უცნაურად გამოიყურება. საინტერესოა, ამ დროის მანძილზე „სხვა დონეზე“ რა გადაწყდა?


Ekhokavkaza


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up