რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, ბელარუსში ბირთვული შეიარაღების განთავსება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას არ დაარღვევს.
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინისთვის ისეთი რაოდენობის შეიარაღების გადაცემას ვერ შეძლებს, რაც საკმარისი იქნება რუსეთის ფრონტის ხაზზე დასამარცხებლად.
პუტინის თქმით, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ასევე ზრდის შეიარაღების წარმოებას.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აფეთქება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა.