რუსეთი აფხაზეთის ტურისტულ ობიექტებს ამოწმებს

რუსეთი აფხაზეთის ტურისტულ ობიექტებს ამოწმებს

access_time2020-07-23 18:30:39

22 ივლისს აფხაზეთში “როსპოტრებნადზორის“ დელეგაცია ჩავიდა, რომელიც ტურისტული ობიექტების შემოწმებას იწყებს.

 

სოხუმი აცხადებს, რომ რუსი ტურისტების მისაღებად მზადაა, ხოლო რესტორნებისა და სასტუმროებისთვის სპეციალური რეკომენდაციებია შემუშავებული.  თუმცა, მოსკოვი საზღვრის გახსნას არ ჩქარობს.

 

აფხაზეთის ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტის ანა კალიაგინას თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ტურისტული ობიექტების  მზადყოფნაზე.  

 

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთთან საზღვრის გახსნა 28 ივლისამდე გადადო - ამის მიზეზად როსპოტრებნადზორის სპეციალისტების ჩამოსვლა დასახელდა . როგორც გაირკვა, სწორედ მათ უნდა დადონ დასკვნა - არის თუ არა აფხაზეთი უსაფრთხო ადგილი რუსი ტურისტებისთვის.

 

ანა კალიაგინას თქმით, რას გადაწყვეტს აფხაზური მხარე - მნიშვნელობა არა აქვს - საბოლოო ჯამში, საზღვარი მხოლოდ რუსი ექსპერტების დადებითი დასკვნის შემდეგ გაიხსნება. მისივე განმარტებით, აფხაზეთი საზღვრების გახსნას ჯერ კიდევ ივნისში გეგმავდა და ამისთვის საბუთები ჯერ კიდევ მაისში წარადგინა.

 


 

დელეგაცია ჯერ გაგრას, შემდეგ ბიჭვინთას, გუდაუთას და ახალ ათონს შეამოწმებს. ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება. ჩვენ ვიცოდით, რომ გადაწყვეტილების მიღებას დრო დასჭირდებოდ - რუსეთში დიდი ბიუროკრატიაა, და  პროცესები ისე სწრაფად და მარტივად როგორც აფხაზეთშია, არ მიმდინარეობს . აფხაზეთში საკმარისია ქაღალდი ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანო, მოსკოვში კი ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა - განაცხადა ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტმა.

 

კალიაგინა განმარტავს, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გარდა ობიექტური სირთულეებიც არსებობს - სეზონისთვის მომზადება ერთ კვირაში შეუძლებელია, ისევე როგორც რამდენიმე დღეში საზღვარი ვერ გაიხსნება.

 

სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ რიცხვებში საზღვარი გაიხსნება. ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები უკვე მივიღეთ და მათი შესრულების შემთხვევაში ტურისტული სეზონის გახსნა შესაძლებელი გახდება. სასტუმროებს და რესტორნებს ამ წესების შესასრულებლად 1 კვირა მიეცათდღეიდან რუსი ექსპერტები შეამოწმებენ ვინ და როგორ შეასრულა დადგენილი წესები  - განაცხადა ანა კალიაგინამ.

 

ჯერ კიდევ 3 ივლისს ასლან ბჟანიამ რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილი მიშუსტინს საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართა, და მას ტურისტების მიღების მზადყოფნის შესახებ შეატყობინა.

 

თუმცა, შესაძლებელია, საქმე უფრო რთულად იყო, ვიდრე კალიაგიანას წარმოუდგენია - რუსეთი უკვე დიდი ხანია საზღვრების გახსნას თურქეთთან, ბელორუსიასთან, მოლდოვასთან, და რამდენიმე სხვა ქვეყანასთან გეგმავს, თუმცა ეს გეგმები ჯერ მხოლოდ სურვილების დონეზე რჩება.

 

ekhokavkaza.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up