რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან კავშირების გაწყვეტისთვის

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან კავშირების გაწყვეტისთვის

access_time2021-02-12 18:30:00

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან კავშირების გაწყვეტისთვის. ამის შესახებ CNBC სერგეი ლავროვის ინტერვიუს ფრაგმენტზე დაყრდნობით წერს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.



ინტერვიუში, სერგეი ლავროვი ამბობს: „როდესაც ჩვენ ვხედავთ კვლავ სანქციებს, რომელსაც ცალკეულ სექტორეზე აწესებენ, ეს ჩვენს ეკონომიკას რისკების წინაშე აყენებს, მათ შორის ყველაზე სენსიტიურ სფეროებში“.



”ჩვენ არ გვსურს გლობალური ცხოვრებისგან იზოლირება, თუმცა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. თუ გსურს მშვიდობა, მაშინ უნდა მოემზადო ომისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.



აღნიშნულთან დაკავშირებით CNBC-მ სცადა ევროკომისიის წარმომადგენლებსაც დაკავშირებოდა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა, არცერთ უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გააკეთეს.



ცნობისთვის, გასულ კვირას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მოსკოვში რუს კოლეგას შეხვდა. ვიზიტის პერიოდში ლავროვმა აღნიშნა: „ევროკავშირი არ არის დასაყრდენი პარტნიორი, სულ მცირე ამ ეტაპზე“. ბორელმა ამ კომენტარს იქვე ვერ უპასუხა, რამაც ევროპელ კანონმდებლებში გაღიზიანება გამოიწვია.



ამას გარდა, ბორელმა მხოლოდ „ტვიტერით“ შეიტყო ლავროვთან ვიზიტის დროს, რომ რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი ნავალნის მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე დასწრების გამო ქვეყნიდან გააძევა.




ვიზიტის შემდეგ რამდენიმე დღეში კი ჯოზეფ ბორელმა თავის ბლოგში აღნიშნა:



„ჩემი ვიზიტის დროს აგრესიულად დაგეგმილი პრეს-კონფერენცია და სამი ევროპელი დიპლომატის გაძევება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მთავრობას არ სურს გამოიყენოს შესაძლებლობა ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგისთვის“.



მან ასევე გამოთქვა აზრი, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი მოსკოვს სანქციებს დაუწესებს. ცნობისთვის, მხარეებს შორის კავშირები განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა.



ანალიტიოსების თქმით, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ერთგვარი ზეწოლა იქნება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელებაზე, რომელმაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება რუსეთიდან გერმანიამდე უნდა უზრუნველყოს.






forbes.ge









თეგები:
კავშირები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up