რუსეთ-უკრაინის ომის  საფასური - OECD

რუსეთ-უკრაინის ომის საფასური - OECD

access_time2022-08-09 13:00:19

რუსეთის ომი უკრაინაში მსოფლიოს ძვირი უჯდება, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, ათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, რომ საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ომმა ცხოვრების ხარჯების კრიზისი  გამოიწვია, რაც მთელ მსოფლიოში ადამიანებზე ახდენს გავლენას.

 

 

ჩინეთის ნულოვან  COVID პოლიტიკასთან ერთად, ომმა გლობალური ეკონომიკა ნელი ზრდისა და მზარდი ინფლაციის კურსზე დააყენა, მსგავსი მდგომარეობა 1970-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. მზარდი ინფლაცია, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ენერგიისა და სურსათის ფასების მკვეთრი ზრდით, დაბალშემოსავლიან ადამიანებს უკიდურეს გაჭირვებაში აგდებს  და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზულ  რისკებს  უქმნის მსოფლიოს ყველაზე  ღარიბ ეკონომიკებს.

 

 

ომი COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას აფერხებს

 

ომამდე  COVID-19-გან დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკა ძლიერი, თუმცა არათანაბარი გამოჯანმრთელების გზაზე იყო. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მიწოდების ჯაჭვის  შეფერხება, რომელსაც  ასევე ამწვავებდა ჩინეთის  ნულოვანი COVID-პოლიტიკა ეკონომიკის  აღდგენის პროცესს  სერიოზულ დარტყმას აყენებს და საგრძნობლად აფერხებს  მას. 

 

გლობალურად  მშპ-ის ზრდა მკვეთრად 3%-ით არის შენელებული და ანალოგიურ ეტაპზე დარჩება 2023  წლამდე, რაც გასული წლის დეკემბერში დაგეგმილ აღდგენის ტემპზე გაცილებით დაბალია.

 

ზრდა მოსალოდნელზე სუსტი იქნება თითქმის ყველა ქვეყანაში და ყველაზე მეტად ეს შეეტყობა ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებზეც ომი  დიდ  გავლენას  ახდენს  ენერგიის იმპორტით და ლტოლვილთა ნაკადით.

 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ძვირდება საქონელი, რაც ზრდის ინფლაციურ ზეწოლას, ზღუდავს რეალურ შემოსავლებს და ეს კიდევ  უფრო აფერხებს ეკონომიკის აღდგენას.

 

ეკონომიკური ზრდის ამგვარი შენელება არის  ომის საფასური, რომელიც დაბალი შემოსავლით და ნაკლები სამუშაო ადგილებით გადაიხდება.

 

მშპ- ზრდის წლიური პროგნოზები 2022 წლისთვის

 



გაძლიერდა ინფლაციური ზეწოლა

 

უკრაინის ომმა გაანადგურა იმედები მზარდი ინფლაციის  სწრაფი დასრულების შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო  covid 19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების გამო, რაც გლობალურ ეკონომიკას 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში დაატყდა თავს.

 

სურსათისა და ენერგიის მაღალი ფასები და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მუდმივი გამწვავება მიუთითებს იმაზე, რომ სამომხმარებლო ფასების ინფლაცია პიკს მიაღწევს უფრო გვიან და უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს  გათვალისწინებული იყო.

 

OECD-ის ახალი პროგნოზები აჩვენებს ომის დიდ და გლობალურ გავლენას ინფლაციაზე, რომელმაც უკვე მიაღწია 40 წლის მაქსიმუმს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში.

 

მიწოდების ჯაჭვისა და საქონლის ფასების ზეწოლის თანდათანობითი შემცირება და მზარდი საპროცენტო განაკვეთების გავლენა 2023 წლიდან უნდა იგრძნობოდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პროგნოზირებულია, რომ  ინფლაცია მაინც დარჩება ევროპის ცენტრალური ბანკის გამოწვევად  ან წლის  ბოლოსთვის  ბევრ  ძირითად  ეკონომიკაში  მნიშვნელოვნად  აღემატება პროგნოზს.


2022 წლის ინფლაციის წლიური პროგნოზები




ცხოვრების ფასის კრიზისი გამოიწვევს გაჭირვებას და შიმშილს


რუსეთი და უკრაინა ბევრ სასაქონლო ბაზარზე მნიშვნელოვანი მომწოდებლები არიან.  ისინი ხორბლის გლობალური ექსპორტის დაახლოებით 30% , სიმინდის, მინერალური სასუქებისა და ბუნებრივი აირის 20%, ხოლო ნავთობის 11% შეადგენენ. ამ საქონელზე ფასები ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

 

 

გამომდინარე იქიდან რომ მიწოდების  შეფერხებები  იზრდება , კრიზისი განსაკუთრებით  ისეთ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც ძირითადი საკვები პროდუქტების მხრივ რუსეთსა და უკრაინაზე ძალიან არიან  დამოკიდებული .

 

 

საქონელზე ფასების ზრდას და წარმოების შესაძლო შეფერხებებს მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ფასების მკვეთრი ზრდა უკვე ძირს უთხრის მსყიდველუნარიანობას, რაც აიძულებს დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს მთელ მსოფლიოში შეამცირონ სხვა პროდუქტები, რათა გადაიხადონ ძირითადი ენერგიისა და საკვების საჭიროება.

 


სურსათსა და ენერგიაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა



წყარო:oecd.org






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up