“რუსეთ-უკრაინის პოლიტიკური დაპირისპირება  საქართველოში შეამცირებს  სავალუტო ნაკადებს, რის გამოც შესაძლებელია ლარის კურსი უკონტროლო გახდეს“

“რუსეთ-უკრაინის პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოში შეამცირებს სავალუტო ნაკადებს, რის გამოც შესაძლებელია ლარის კურსი უკონტროლო გახდეს“

access_time2018-11-27 16:30:33


მას შემდეგ, რაც 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს, ხოლო კიევმა 60 დღით სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო. ამით  თავისთავად ცხადია საქართველოს ეკონომიკაც ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მიზეზი გასაგებია — რუსეთი და უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, იქ მიმდინარე მოვლენები გამოძახილს ჰპოვებს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაზე. საქართველოსთვის უკრაინა იქცა ძირითად საექსპორტო ბაზრად, განსაკუთრებით იმ წლებში, როცა რუსეთმა ქართულ პროდუქციას საზღვრები ჩაუკეტა.



რუსეთ-უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიგნით შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე მის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებზე, მათ შორის, საქართველოზე. როგორც ექსპერტები აცხადებენ, შედეგები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. შესაბამისად, ექსპერტულ წრეებში ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთ-უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე პოლიტიკურ - ეკონომიკური პროცესების დაკვირვებით შემოიფარგლებიან.



ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში წინასაკრიზისო სიტუაციაა. ნებისმიერ საომარი მოქმედებები და პოლიტიკური დაძაბულობა კი ეკონომიკურ აქტივობაზე მოქმედებს. როგორც ხომიზურაშვილი აღნიშნავს, შესაძლოა ამ ვითარებაში გარკვეული რისკებიც კი არსებობდეს. მათ შორის, საუბარია, ექსპორტიორებზე. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა და რუსეთი ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, გადახდები უკვე სარისკო გახდება.



მისი შეფასებით, უკრაინის ძალიან ბევრმა პარტნიორმა შეიძლება ვერ შეასრულოს თავისი ვალდებულებები, შემცირდეს უკრაინის მიმართულებით ექსპორტის მოცულობა ,რაც ნეგატიურად იმოქმედებს სავალუტო ნაკადებზე.



„კომერსანტის“ კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი რუსეთს მორიგ სანქციებს დაუწესებს და მას შეუერთდება საქართველოც,რა შედეგი დადგება, ხომიზურაშვილი აღნიშნავს, რომ ექსპორტის ძირითადი ნაწილი, 60-70 პროცენტი რუსეთის ბაზარზეა ორიეტირებული.აქედან გამომდინარე, ეკონომიკური მიმართულებით, ნეგატიური შედეგი იქნება.



„მანამ, სანამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი მთავრობა, უნდა აწონ-დაწონოს, თუ რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ეს პოლიტიკური ნაბიჯი. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ეს პოლიტიკური მომენტები ღრმად გაანალიზებული უნდა იყოს შესაძლო შედეგების თვალსაზრისით. ნეგატიური ნიშნავს იმას, რომ შემცირდება სავალუტო ნაკადები, თავისთავად ეს იმოქმედებს და ზედმეტი წნეხი იქნება ლარზე, აქედან გამომდინარე შეიძლება ლარის კურსი უკონტროლო გახდეს,“  აღნიშნავს ხომიზურაშვილი.



რაც შეეხება მოლოდინებს, ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში, უკრაინას რა აწყობს საომარი მოქმდებების დაწყება და პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვა, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში ეკონომიკური სიტუაცია სახარბიელო არ არის. „ვფიქრობ, პოროშენკო მოუსმენს ევროპელ პარტნიორებს,“ აცხადებს ხომიზურაშვილი.



საერთაშორისო მიმომხილველი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკა გამოვიდა იმ შოკიდან, რომელიც 2014 წელს მიიღო. ასევე გამოვიდა რუსეთის ეკონომიკა იმ შოკიდან, რომელიც სანქციების შედეგად მიიღო. ჩვენ ორივე ქვეყანასთან გვაქვს ვაჭრობა და საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებაც.



„მე მგონია, რომ ამ საკითხს ახალი კატასტროფა არ მოჰყვება. არც ერთ ქვეყანას არ აქვს გამწვავების თავი. რუსეთს ეს იმისთვის სჭირდება, რომ ქერჩზე სრული კონტროლი დაამყაროს, დაამყარებს კიდეც. ქერჩის გამო მსოფლიო ომს არავინ არ დაიწყებს. მითუმეტეს უკრაინის გამო, რომელსაც ასეთი კორუმპირებული მთავრობა ჰყავს, არავინ არ დაიწყებს. ზუსტად ეს მთავრობა ვერ ახერხებს ქვეყნის ფეხზე დაყენებას. ამას ყველა ხედავს და ამის გამო უკრაინა კარგავს მხარდაჭერას“ -აცხადებს შარაშენიძე.



რუსეთიც და უკრაინაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალშია. რუსეთი საქართველოსთვის აზერბაიჯანის შემდეგ რიგით მეორე სავაჭრო ქვეყანაა. მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთში საქართველოდან 351 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.მზარდია უკრაინის ბაზარიც. მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან უკრაინაში 135 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. 



იმპორტის მიხედვითაც რუსეთიც და უკრაინაც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულშია. რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლო ჯგუფებს, რომლის ექსპორტი ბოლო 10 თვეში განხორციელდა რუსეთიდან საქართველოში, ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორე ადგილს იკავებს ღვინო და მინერალური და მტკნარი წყლები.



მზარდია რუსეთიდან იმპორტირეული სასაქონლო ჯგუფებიც. რუსეთიდან საქართველოში საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება უკრაინას. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში მიმიდნარე წლის და გასული წლის 10 თვეში ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფების ხუთელში შედის სპირტიანი სასმელები, ღვინო და მინერალური წყლები.



იმპორტის მაჩვენებლებს რომ გადავხედოთ, უკრაინიდან საქართველოში ძირითადად სიგარები და თამბაქოს ნაწარმი შემოდის. საიმპორტო საქონლის ჩამონათვალშია ასევე ფოლადის წნელები, კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up