რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად გაიაფდა

რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების ტრანსპორტირება მნიშვნელოვნად გაიაფდა

access_time2021-12-07 15:55:10

სასიამოვნო სიახლე რუსეთიდან საქართველოში იმპორტით დაინტერესებული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის - თბილისში რუსული სატრანსპორტო კომპანია KIT-ის ფილიალის „KIT-GRUZ“-ის დაარსებამ ქვეყნებს შორის ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად გააიაფა.



საწვავის გაძვირების მიუხედავად, რამაც მსოფლიოში ლოგისტიკური ჯაჭვი თითქმის მთლიანად მოშალა, დაინტერესებულ ქართველ იმპორტიორებს შესაძლებლობა ეძლევათ ხელსაყრელ ფასად და გონივრულად უმოკლეს დროში მიიღონ სასურველი ტვირთი. „KIT-GRUZ“ ასევე უზრუნველყოფს ტვირთის საქართველოდან რუსეთში ტრანსპორტირებას. საუბარია როგორც გაბარიტულ, ისე მცირე ზომის პროდუქციასა და მოწყობილობებზე.



თავად რუსული სატრანსპორტო კომპანია „KIT“ სააგენტო Main Mine-ის რეიტინგში, რომელიც იკვლევს სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიების მიერ ტრანსპორტირების ფასებს, დაბალი ფასების რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებდა 2020 წელს.



კომპანიას ტერმინალები რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის  243 ქალაქში აქვს - ყველა ქალაქში, სადაც საექსპორტო პროდუქცია იწარმოება.




კომპანიას უნიკალური ლოგისტიკა აქვს და ტვირთები შეგროვების პრინციპით გადააქვს. ეს კი ნიშნავს, რომ დამკვეთი ფულს უშუალოდ მისი ტვირთის რეალური მოცულობის მიხედვით იხდის, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე მთელი სატვირთოს საფასური.



საგზაო გადამზიდავების სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში ტვირთების გადაზიდვის ძირითად სახეობებს წარმოადგენს ჩარხები, აღჭურვილობა და სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები, ავტომობილის სათადარიგო ნაწილები, სამშენებლო მასალები და ავეჯი, ასევე საყოფაცხოვრებო საქონელი: ტექნიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები.



გარდა ამისა, კლიენტების დროისა და ფინანსური ხარჯებისგან დასაცავად, სატრანსპორტო კომპანია „KIT-GRUZ“ მათ რუსეთიდან ჩამოსული ტვირთის განბაჟებაში ეხმარება. თუ იმპორტიორს არ ჰყავს დამოწმებული საბაჟო ბროკერი, ტვირთის განბაჟებას თავის თავზე სატრანსპორტო კომპანია აიღებს. მოამზადებს საბაჟოსთვის დოკუმენტების ძირითად პაკეტს, მუშაობას კი დაიწყებს გადაზიდვაზე განაცხადის მომენტიდან. საჭიროების შემთხვევაში, ის დაეხმარება საექსპორტო დოკუმენტაციის გაფორმებაში და დღგ-ის დაბრუნების დოკუმენტების მომზადებაში.



„KIT-GRUZ“-ს ოფისი თბილისში, ლილოში მდებარეობს, ივანე იუმაშევის ქუჩის 14 ნომერში, „ლილო 1“-ის ლოგისტიკურ ცენტრში.



კომპანიის საიტზე kitgruz.ge თქვენ შეგიძლიათ გამოთვალოთ გადაზიდვის ღირებულება, დაადგინოთ ტვირთის შეფუთვის და მარშრუტის დეტალები და დატოვეთ განაცხადი ამავე საიტზე, ან დარეკეთ ნომერზე: 599 23 23 18.



(R)


თეგები:
გადაზიდვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up