რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, უცხოური გამოცემები ქართველი დიპლომატების სტატიებს აქვეყნებენ

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, უცხოური გამოცემები ქართველი დიპლომატების სტატიებს აქვეყნებენ

access_time2019-08-09 23:15:21

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ჩეხურმა, თურქულმა, ესპანურმა და ლატვიურმა გამოცემებმა ქართველი ელჩების სტატიები გამოაქვეყნეს.


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჩეხურ გაზეთ „ლიდოვე ნოვინში“ გამოქვეყნდა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მარიკა რაქვიაშვილის სტატია, სათაურით – „დავითი გოლიათის“ წინააღმდეგ.


პუბლიკაციაში საქართველოს ელჩი რუსეთ-საქართველოს ომზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის საკითხზე საუბრობს.


ელჩი ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოს დეოკუპაციის საკითხში და ამ მხრივ ჩეხეთის თანამიმდევრულ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.


„ჩეხეთი თავისი მხარდაჭერით მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ მიუღებელია სუვერენულ ქვეყნებსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ წესრიგზე თავდასხმა ,“ – წერს მარიკა რაქვიაშვილი.


“მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედის ოკუპაცია, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია წარმატებების მიღწევა“- ნათქვამია სტატიაში.



რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე- 11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გამოქვეყნდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას სტატია სახელწოდებით – Georgia’s reconciliation policy and democratic transition 11 years after the August 2008 occupation”.


სტატიაში ელჩი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სამხედრო აგრესიის მე-11 წელს, ისევ გრძელდება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია, რაც, საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს.


ელჩის თქმით, პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.


„ამ 11 წლის განმავლობაში, საქართველომ მიიღო არაერთი ქვეყნის მხარდაჭერა. ამ მიმართებით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნავს გიორგი ჯანჯღავა სტატიაში.


ელჩის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო დემოკრატიული ცვლილებებისა და ეკონომიკურ განვითარების მიღწევა. ასევე, დაწინაურდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.


„საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია სამშვიდობო დიალოგის წარმოებაში რუსეთთან. ამასთან, კონფლიქტი უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას“, – წერს გიორგი ჯანჯღავა.


რუსეთ საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გამოქვეყნდა ესპანეთში საქართველოს ელჩის ილია გიორგაძისა და ლატვიაში საქართველოს ელჩის თეა მაისურაძის სტატიები.


სტატიებში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე და საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე.


ქართველი დიპლომატები თავიანთ სტატიებში ხაზს უსვამენ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას.


ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up