რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.
მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას შეამცირებს.
„ჩვენთან, რუსეთში წელიწადში 8 მილიარდი ლიტრი ლუდი მოიხმარება,, მათ შორის რაღაც პროცენტი ჩეხურიც არის. უბრალოდ უნდა ავკრძალოთ, დაე თვითონ მოიხმარონ, შემდეგ გონს მოვლენ დაფიქრდებიან და „გაიზრდებიან“ - აცხადებს ჰამზაევი.
შაბათს ჩეხეთის ხელისუფლებამ 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში ვრბეტიცეს საწყობში, რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ადგილობრივი მედია ირწმუნება რომ ბოროტმოქმედებს სურდათ სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში მოწოდების შეფერხება.
Ria.ru