„რუსებს უნდათ, რომ მოგვიხსნან სანქციები, მაგრამ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ“

„რუსებს უნდათ, რომ მოგვიხსნან სანქციები, მაგრამ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ“

access_time2019-10-06 16:00:05

„ზოგადად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს „ოცნებას“ ბოლო მომენტში ახსენდება, რომ მას არჩევნები უწევს, რადგან ახლაც და წინა არჩევნების დროსაც ხშირად დგამდა საარჩევნოდ წამგებიან ნაბჯებს“, - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გადაგმული არაერთი ნაბიჯი, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

„რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორსი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თემაზე, პოლიტიკაში დაბრუნებული ყოფილი პოლიტიკოსებისა და ქვეყანაში შემოღებული ახალი რეგულაციების შესახებ.

- როგორ შეაფასებთ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის, დმიტრი პესკოვის განადებას, რომელიც ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად  ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაჩინოდ გაუმჯობესებას ასახელებს?

პესკოვი, რა თქმა უნდა, რუპორია და როგორც ყველა რუპორს უბრალოდ ევალება რაღაც პასუხის დადება, ხოლო რამდენად ლოგიკურია პასუხი, ეგ სხვა საკითხია. აგრესიული დამოკიდებულება რუსების მიმართ არც ადრე ყოფილა, მაგრამ ეგ მოიმიზეზეს. აგრესიული დამოკიდებულება იყო რუსული პოლიტიკისა და ამ პოლიტიკის წარმომადგენელთა მიმართ, მაგრამ იმ კითხვას - სამართლიანი იყო თუ არა ეს აგრესია - თავი აარიდეს.

მათ ეს რიტორიკა იმისთვის სჭირდებათ, რომ როგორმე დაამტკიცონ იმ სანქციების მართებულობა, რომელიც გამოიყენეს. როდესაც პესკოვი ამბობს, რომ ავიამიმოსვლა აღდგება მაშინ, როდესაც „ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაჩინოდ გაუმჯობესდება“, ესე იგი, პრინციპში, იქნება მომენტი, როდესაც ამ სანქციებს მოხსნიან და მოსხნიან არა იმიტომ, რომ  ჩვენი მხრიდან შეიცვლება რამე, არამედ იმიტომ, რომ თვითონ რუსული მოსახლეობისთვისაა მიუღებელი ეს სანქციები, რუსული ბიზნესისთვისაა არახელსაყრელი. ახლა, უბრალოდ, უნდათ, რომ მოხსნან სანქციები, მაგრამ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ.

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა 7 ოქტომბრიდან განახლდება. უნდა ველოდოთ თუ არა ბესელია-ზარდიაშვილის ფიზიკური დაპირისპირების მსგავს ინცინდენტებს?

- მაინცდამაინც ქალსა და კაცს შორის ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას თუ არ ვიგულისხმებთ, დაპირისპირებები და ინცინდენტები, მგონია, რომ იქნება. თუმცა, როგორც ჩანს, სია დატვირთულია ცალკე ე.წ. კლანის და ცალკე იმ პარლამენტარების ინტერესებით, რომლებიც „კლანს“ მხარს უჭერენ, ასე რომ, მგონია, კონფლიქტები გარდაუვალია.

- თქვენი აზრით, საბოლოოდ, როგორ დასრულდება ეს პროცესი?

-ალბათ, ამ შემთვევაში ოპტიმისტური თვალსაზრისი არ მექნება და მგონია, რომ მაინც „კლანი“ გაიმარჯებს იმ შემთხვევაში, თუ წინდახედულებამ არ გაიმარჯვა. მაგრამ თუ საბოლოოდ წინდახედულება გაიმარჯვებს, მმართველ გუნდზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, მგონი უპრიანი იქნება, რომ კონკურსზე გასული კანდიდატების ძირითადი ნაწილი ჩააგდონ და  დაელოდონ კანდიდატების მომავალ წარმოდგენას.


წინდახედულებაში ვგულისხმობ საარჩევნო პროცესთან დაკავშრებულ წინდახედულებას, რადგან  თუ რამე არსებობს წამგებიანი „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში, ყველაზე წამგებიანი სწორედ მოსამართლეების თემაა.

- თბილისის მერიის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებამ ათასობით ტაქსისტი უმუშევარი დატოვა და მგზავრობაც გააძვირა. რამდენად გამართლებული იყო მერიის ეს გადაწყვეტილება და როგორ იმოქმედებს ეს „ქართული ოცნების“ რეიტინგზე?

ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს „ოცნებას“ ბოლო მომენტში ახსენდება, რომ მას არჩევნები უწევს, რადგან ახლაც და წინა არჩევნების დროსაც ხშირად დგამდა საარჩევნოდ წამგებიან ნაბჯებს.

ეს, რა თქმა უნდა, საარჩევნოდ წამგებიანია. ელემენტარულად, ყოველი მძღოლი ოჯახის პატრონია და გადაამრავლეთ ოჯახის წევრების რაოდენობაზე. აღარ ვლაპარაკობ მძღოლების კლიენტებზე, რომლებიც გაწვალდნენ და უფრო მეტს იხდიან, ვიდრე იხდიდნენ ადრე. 

შედეგი რა არის, ამის დამაჯერებელი სურათი, მგონი, ჯერჯერობით არ გვაქვს. იყო თუ არა ამ ამოცანის გადაწყეტაში ასეთი რადიკალიზმი საჭირო, ეგ არ ვიცი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ  „თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ბრუნდება. როგორ შეაფასებთ მის  გადაწყვეტილებას და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს მას?

ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან, მაგრამ მდინარეც არაა ერთი და იგივე. მას უდაოდ შეუძლია, რომ მიიქციოს ყურადღება. შესაბამისად, ალბათ, ბარიერის გადალახვის საშუალებაც აქვს. 

თუკი პოლიტიკაში ახალი ვინმე შემოვა, მაგალითად, ალასანია, რომელიც სასურველი ფიგურაა ქართული პოლიტიკისთვის და რომელსაც ვგულშემატკივრობ, მანაც ნიშა უნდა იპოვოს და ეცადოს, რომ არ გამოვიდეს ამ ნიშიდან, რაც არ უნდა მაცდუნებელი იყოს ხელისუფლების კრიტიკა. თუ აკრიტიკებს ხელისუფლებას, იქვე გააკრიტიკოს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც შეცდომას უშვებს. მგონია, რომ ეს პოზიცია ყველაზე მომგებიანი იქნება, ვიდრე მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკა, რადგან მაგ საქმეში იმხელა რიგია ოპოზიციაში, რომ ამ რიგის ბოლოში მოუწევთ ჩადგომა.

-პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც გამოთქვა...

 რაც მეტი საინტერესო ფიგურა შემოაბიჯებს ქართულ პოლიტიკაში, უკეთესი იქნება, მითუმეტეს პროფესიონალი ისეთ რთულ საკითხში, როგორიც ეკონომიკაა. მაგრამ ქობულიასთან  კითხის ვიშნები ჩნდება რუსეთთან დაკავშირებით. ანაკლიის და ფოთის პორტების თემებთან დაკავშირებით ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს იქ რუსეთის ფაქტორი თამაშობდა როლს, ახლაც წინ წამოწია რუსეთის თემა და ა.შ. 

ასე რომ, რუსეთის საკითხი, ალბათ, დადგება ქობულიას პოლიტიკაში შემოსვლის პროცესში.

 


თეგები:
რუსეთი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up