უცხოურ ბრენდებს შორის, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს, რუსები ყველაზე მეტად ქვეყნიდან IKEA-ს წასვლას განიცდიან. როგორც ABC იტყობინება, აღნიშნულის შესახებ საუბარია Webbankir-ის კვლევაში. გამოკითხულთა 44,1%-მა განაცხადა, რომ არ ნანობს რომელიმე ბრენდის წასვლას.
ამასთან, გამოკითხულთა 27,2%-ი ყველაზე დიდ დანაკარგად მიიჩნევს IKEA-ს ქვეყნიდან გასვლას.
სხვა პოპულარული ბრენდები, რომელთა გასვლაც რუსეთის მოქალაქეებს აწუხებს: Samsung-ი (23.8%), Adidas-ი (17.3%), Apple (15.8%) და Coca-Cola (15.3%).