რუს მამაკაცებს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალეს

რუს მამაკაცებს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალეს

access_time2018-12-04 22:00:00


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 16-დან 60 წლამდე რუს მამაკაცებს ქვეყანაში ჩასვლა  აუკრძალა - მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება მიღებულა იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინაში არაკანონიერი შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა.


„ჩვენ ვიცით, რომ არის ასეთი ფორმირებების შექმნის არა ერთი მცდელობა და ისინი, ფაქტობრივად,  რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილნი არიან“  - განაცხადა პოროშენკომ.


პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ეს აკრძალვა შეუშლის ხელს რუსეთის იმ ოპერაციების რეალიზებაში, რომლებიც ხორციელდება  2014 წლიდან. თუმცა, პრეზიდენტმა არ დააზუსტა რომელ ოპერაციებზეა საუბარი.

პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ უნდა გართულდეს რუსეთის მოქალაქეთა რეგისტრაცია იმ რეგიონებში, სადაც მოქმედებს უკრაინის მთავრობის მიერ შემოღებული სამხედრო მდგომარეობა.


ამავე დროს ოფიციალურმა კიევმა  აკრძალა უცხოელებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ყირიმიდან შესვლა - ამჟამად ყირიმიდან შიდა რეგიონებში ჩასვლის უფლება აქვთ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს.


ეს აკრძალვები ძალაშია სამხედრო მდგომარეობს მოქმედების მთელ პერიოდზე ანუ 26 დეკემბრამდე, თუმცა პარლამენტთან შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტს შეუძლია სამხედრო მდგომარეობის შემდგომი გახანგძლივებაც.


სამხედრო მდგომარეობა შემოღებულ იქნა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც რუსულმა სამხედრო ხომალდებმა


უკრაინულ ბუქსირზე  იერიში მიიტანეს.


ამის საპასუხოდ, პეტრო პოროშენკომ შემოიღო სამხედრო მდგომარეობა რუსეთთან მოსაზღვრე 10 რეგიონში.

რუსი მამაკაცებისთვის აკრძალვები არ ატარებენ ტოტალური ხასიათს - დაიშვება გამონაკლისები.

მაგალითად, ეს ერ ეხება 16 წლამდე და 60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებს. ასევე ნებისმიერი ასაკის რუს მამაკაცს შეუძლია ჩავიდეს უკრაინაში „ჰუმანიტარული მიზნით“  - მაგალითად გასვენებაში.


აკრძალვა ეხება მხოლოდ მამაკაცებს, ქალებს კი შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა ძველი პირობებით - ითვლება, რომ ქალები, ახალგაზრდა მამაკაცებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ საშიშროებას  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ამ ეტაპზე რუსეთი არ გეგმავს საპასუხო ზომების მიღებს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სენატორის ფრანც კლინცევიჩის თქმით, უკრაინის ხელისუფება ცდილობს რუსეთის პროვოცირებას საპასუხო ზომების მიღებაზე, თუმცა „ის ამას ვერ მოესწრება“.


„ამგვარი პასუხი იქნებოდა სერიოზული დარტყმა მილიონობით უკრაინელისთვის, რომლებიც მუშაობენ რუსეთში,“  - თვლის დეპუტატი.


ეს არ არის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მოქალაქეების მიმართ შემოღებული პირველი აკრძალვა - 2014 წლის აპრილში ქვეყანა დაკეტეს 16-60 წლის ასაკის რუსი მამაკაცებისთვის პროვოკაციების და ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით.


თუმცა, მაშინ იყო დარჩენილი ხვრელები  - მაგალითად, ახლო ნათესავის მძიმე ავადმყოფობა ამ გარდაცვალება.


2018 წლის 1 იანვრიდან რუსეთის მოქალაქეების უკრაინაში ჩასასვლელად ესაჭიროებათ ბიომეტრიული პასპორტი და უკრაინის მოქალაქისგან მოწვევა.


კიევში აქტიურად განიხილებოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული - ითვლება, რომ კიევს აშინებს რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების მიღება, რომლებიც გამოიწვევს რუსეთში მცხოვრები 3 მლნ. უკრაინელი მიგრანტის გაძევებას.


lenta.ru



თეგები:
უკრაინა



“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ

“საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები“ - დარგის სპეციალისტები კრისტინ ლაგარდის ვიზიტს “კომერსანტთან“ აფასებენ
access_time2019-05-20 19:00:52
...

Google Amazon-ს კონკურენციას გაუწევს

Google Amazon-ს  კონკურენციას გაუწევს
access_time2019-05-20 20:00:13
რამდენიმე დღის წინ Google-მა განაახლა სერვისები, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ ვაჭრობასთან. განახლებული Google Shopping და Google Express დაეხმარება კლიენტებს საქონლის მოძიებაში და ფასების შედარებაში სხვადასხვა გამყიდველებთან. ექსპერტების აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი ტენდენცია - Google აქტიურად იწყებს ბრძოლას ონლაინ-ვაჭრობის ბაზარზე პირველობისთვის. 16 წლის წინ კომპანიამ, რომელიც ჯერ ბირჟაზეც კი არ იყო გასული,...

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“

თემურ ბასილია: „მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია“
access_time2019-05-20 18:00:16
„საპენსიო რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ რესურსების მართვა,“— ასე აფასებს  2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ  საპენსიო რეფორმას საქართველოს ყოფილი ყოფილი ვიცე პრემიერი, ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია „კომერსანტთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში. როგორც ბასილია განმარტავს, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, სწორია. მისივე...

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ

მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: ე.წ. სტაიანშიკების მიმართ მოწყალებას ვიჩენთ
access_time2019-05-20 17:00:16
წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა არჩევნებამდე დაპირებული პარკირების  პრობლემა არათუ მოგვარდა, კიდევ ურო დამძიმდა. უამრავ მიზეზებთან ერთად “კომერსანტთან“ ექსპერტები ე.წ. სტაიანშიკებსაც ასახელებენ, რომლებიც დედაქალაქში თვითნებურად მუშაობენ და საკუთარ წესებს ადგენენ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ამ თემაზე...

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო

„m²“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია გააცნო
access_time2019-05-20 13:25:06
ა/წ 17მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა და სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს სასტუმროების ქსელის განვითარების ახალი მიმართულებისკონცეფცია წარუდგინა. ამ ეტაპზე, სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1,000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს.სრული ინვესტიცია სასტუმროების განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up