ჰკითხეთ ნებისმიერ დედას, რა არის მისთვის ყველაზე ძვირფასი მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, იგივე პასუხს მოისმენთ: შვილები. მაგრამ ეს საშინელი ომი ბავშვებისთვის სიკვდილს ნიშნავს, - უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ბრიტანული გაზეთის, Daily Mail-ის რუბრიკაში ისაუბრა, რას გრძნობს ახლა უკრაინელი დედა.
ამბობს, რომ მკვდარი და ბავშვები - ეს ორი სიტყვა გვერდიგვერდ წარმოუდგენელია.
„ამ ბოლო დროს მკითხეს, ომის დროს ვტიროდი თუ არა. ვტირი ასე. როცა ვხედავ, მაგალითად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში საფლავს. მასზე ხელნაკეთი დაფა: დედა... შვილი... და აჩუქე სიცოცხლე. ასე ასაფლავებენ მეზობლები მიცვალებულებს მუდმივი დაბომბვის ქვეშ ჩვენს ქალაქებში - მარიუპოლში, ბუჩაში, გოსტომელში.
ომის დაწყებისას რუს დედებს ვკითხე, რას გრძნობდნენ, როცა მათმა შვილებმა ჩვენი შვილები დახოცეს. მაგრამ აქამდე მე მესმოდა მხოლოდ გამაყრუებელი სიჩუმე რუსი დედებისგან. დაშინებულები არიან თუ გულგრილები? წარმოდგენაც არ მინდა, რადგან არ ვიცი რომელია უარესი,- ამბობს ოლენა ზელენსკა.
ცნობისთვის, უკრაინის პროკურატურის ცნობით, ომის სისასტიკეს ამ დრომდე 139 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: "მთავარი არხი"