რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა

რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა

access_time2019-04-08 19:10:28

რუმინეთში, შავი ზღვის სანაპიროზე 130 კგ კოკაინი გამოირიყა. ამის შესახებ bbc წერს.


მედიის ცნობით, სანაპიროზე თავდაპირველად რამდენიმე პაკეტი გამოირიყა, რის შემდეგ რუმინეთის პოლიციამ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო რომელიც ახლაც გრძელდება.


სანაპირო ხაზის პატრულირებაში დაახლოებით 300 პოლიციელი და სანაპირო დაცვის 14 თანამშრომელი, ორი ვერტმფრენი და მყვინთავებიც არიან ჩართულნი.


მთავრობის წევრების თქმით, სავარაუდოდ, ნარკოტიკები იმ პარტიის ნაწილია, რომელიც 2 კვირის წინ მიტოვებულ გემზე იპოვეს.



პოლიციელებმა 2 ეჭვმიტანილიც დააკავეს. ისინი სერბები არიან.


რუმინული მედიის, Digi24-ის ცნობით ოპერაცია, სანაპირო ზოლის 90კმ-ს მოიცავს. პოლიციის სპიკერმა, გეორგიან დრაგანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ნაპოვნი პაკეტები არ გახსნან, რადგან ისინი სიცოცხლისთვის სახიფათოა.


"მათში ძალიან მაღალი კონცენტრაციაა. 90%-ზე მეტი. შესაძლოა მან თქვენ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას"- უთხრა მან ადგილობრივ მედიას.


ცნობილია, რომ ლათინურ ამერიკასა და ევროპაში ნარკოტიკების ტრანზიტული მარშრუტი რუმინეთის გავლით გადის.



ტაბულა





„არცერთი კგ იმპორტირებული ნიორი, ვაშლი, მსხალი,კარტოფილი, მივცეთ შეღავათი აგრარულ სექტორს,დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“

„არცერთი კგ იმპორტირებული ნიორი, ვაშლი, მსხალი,კარტოფილი, მივცეთ შეღავათი აგრარულ სექტორს,დავავალდებულოთ მიწების მეპატრონეები მოსავალი მოიყვანონ“
access_time2020-03-31 16:00:30
„ჯორჯიან ეარვესის“  ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოდი, ცოტა ხნით მოვწყდეთ ამ კორონას თემას და მომავლისკენ გავიხედოთ... მერწმუნეთ, რომ ჩვენ თუ ახლავე არ დავიწყეთ ფიქრი ეკონომიკაზე, ჩვენთვის სულ რამოდენიმე თვეში ეკონომიკური კრიზისი გაცილებით დიიდ ზიანს და ზარალს მოგვიტანს ვიდრე კოვიდი. რამოდენიმე მოსაზრება-წინადადება მექნებოდა და გთხოვთ რომ სახლში ყოფნისას თქვენც მომაწოდოთ თქვენი...

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას

ვითიბი ბანკი განაგრძობს  COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
access_time2020-03-31 12:30:09
ვითიბი ბანკი განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ,...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2875 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3600 ლარი ღირს
access_time2020-03-31 13:30:46
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2971-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2875-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3600...

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...


მსგავსი სიახლეები

up