რუმინეთი, სინგაპური, ლიტვა - ქვეყნები მოგების ყველაზე დაბალი გადასახადით

რუმინეთი, სინგაპური, ლიტვა - ქვეყნები მოგების ყველაზე დაბალი გადასახადით

access_time2018-07-22 20:00:39

ქვეყნები ერთმანეთისგან არა მხოლოდ ენით ან კულტურით განსხავდებიან, არამედ საგადასახადო სისტემებითაც. ამიტომაც ზოგიერთი ქვეყანა ხდება ოფშორი, რაგდანაც იქ არსებული საგადასახადო სისტემა მიმზიდველი და მომგებიანია ინვესტორებისთვის.

 

 

10 ქვეყანა, სადაც ეს გადასახადი ყველაზე დაბალია

 

1.კაიმანის კუნძულები

ქვეყნის შიგნით მოგების გადასახადი არ არსებობს. ანუ, ქვეყნის მოქალაქეები საერთდ არ იხდიან ამ გადასახადს. სახელმწიფოს შემოსავლების წყაროა სხვადასხვა ტარიფები და მოსაკრებლები.

 

2. ბაჰამის კუნძულები

ამ კუნძულოვან სახელმწიფოშიც არ არსებობს მოგების გადასახადი. ასევე ბაჰამების მოქალაქები არ იხდიან ქონების გადასახადს უძრავი ქონების ღირებულების პირველ 50 000 დოლარზე. სახელმწიფო შემოსავლების ძირითადი წყარო აქაც ტარიფები და მოსაკრებლებია.

 

3. გვატემალა

გვატემალაში მოგების და საშემოსავლო  გადასახადები შეადგენს 7%-ს, მაშინ როდესაც 2008 წელს ის იყო 31%. თუმცა ეს ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს, რაც შეეხება იურიდიულებს, მათთვის ის შეადგენს 25%-ს. ასევე მოქმედებს გადასახადი გაყიდვებიდან - 12%.

 

4. ბულგარეთი

ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო განაკვეთი შეაგდენს 10%-ს ყველა ტიპის შემოსავლისთვის. იგივე ნორმა მოქმედებს იურიდიული პირებისთვის, რითიც ბულგარეთი იზიდავს უცხოელ ინვესტორებს.


 

5. ბოლივია

ამ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მოგების გადასახადი შეადგენს 13%-ს. თუმცა, ამის გარდა იქ მოქმედებს საკმაოდ რთული  და ჩახლართული საგადასახადო სისტემა - მაგალითად, იბერგება ფუფუნების საგნები, რომელთა ჩამონათვალშია არა მხოლოდ ძვირადღიებული  უძრავი ქონება, ავტომობილები და ძვირფასეულობა,  არამედ ალკოჰოლი და სუმანოებიცაა.

 

თანაც საგადასახადო განაკვეთი სხვადასხვა საქონელზე განსხვავებულია და მერყეობს 18%-დან 50%-მდე. ბოლივიაში ასევე მოქმედებს დღგ, რომელიც შეადგენს 13%-ს.

 

6. ლიტვა

საგადასახადო განაკვეთი კერძო პირებისთვილ ლიტვაში შეადგენს 15%-ს ყველა ტიპის შემოსავალზე. თუმცა, ამის კომპენსირებას ახდენს მაღალი დღგ - 21%. ზოგჯერ, გამონაკლისის  სახით, შესაძლენელია მისი შემცირება.

 

7. რუმინეთი

საშემოსავლო  გადასახადი რუმინეთში შეადგენს 16%-ს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ეს გაცილებით ნაკლებია 1995 წელთან შედარებით, როდესაც განაკვეთი იყო ბევრად უფრო მაღალი - 38%. თუმცა რუმინეთში არის შედარებით მაღალი გადასახადებიც  - მაგალითად,  სოციალური უზრუნველყოფის გადასახადი, რომელიც ბიზნესისთვის 23,45%-ია, ხოლო კერძო პირებისთვის - 16,5%.

 

8. უკრაინა

საშეომასავლო და მოგების გადასახადები უკრაინიში 18%-ია. ამის გარდა არსებობს დროებითი, 1,5%-იანი გადასახადი,  რომელიც სამხედრო მიზნებს ხმარდება.

 

9. სინგაპური

ქვეყანა გამოირჩება საკმაოდ რთული, მცოცავი საგადასახადო სისტემით, რომელიც ითვალისწინებს ცალკე გადასახადს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

 

მაგალითად, ნებისნიერი შემოსავალი 320 000 დოლარზე მაღლა იბერგება 22%-ით, ხოლო 22 000-ზე ნაკლები - საერთოდ არ იბეგრება. სინგაპურში ასევე არაა მემკვიდრეობის და კაპიტალის ზრდის გადასახადი. იურიდიული პირების მოგების გადასახადი შეადგენს 17%-ს.

 

10. ლატვია

საგადასახადო განაკვეთი კერძო პირებსითვის 23%-ია, თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები შემოსავლის სახეობების მიხედვით. საშემოსავლო და მოგების გადასახადები იურიდიული პირებისთვის შეადგებს 15%-ს.

 

 

vestifinance.ru

https://www.vestifinance.ru/articles/104038






ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია
access_time2019-05-21 17:30:24
აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა. კერძოდ, უწყებამ  Huawei დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ ...

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...


მსგავსი სიახლეები

up