რუისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილობრივებმა სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები ტაშისკრის არხზე, სარწყავი წყლის აღდგენას ითხოვენ, რომელიც 2 კვირაა არ მოედინება, რაც მოსახლეობას მოსავლის განადგურების საფრთხე უქმნის.
ადგილზე იმყოფებიან მელიორაციის სამსახურისა და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლები.
Imedinews