რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა: ვაქცინაცია მეტი წარმატების შესაძლებლობას მოგვცემს

რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა: ვაქცინაცია მეტი წარმატების შესაძლებლობას მოგვცემს

access_time2021-05-06 15:30:00

300 000 ლარიანი ინვესტიციით კახეთში „რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში“ ოჯახებისთვის ორი დასარჩენი ადგილი მოეწყო. ამ ეტაპზე მეურნეობას 18 სტუმრის (2-3 ოჯახის) მიღება შეუძლია, თუმცა იგეგმება მესამე აპარტამენტის დამატებაც, რაც მეურნეობას ჯამურად 25 სტუმრის მიღების საშუალებას მისცემს.


როგორც „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებელი, გიორგი ალადაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ინვესტიცია პანდემიისა და ტურისტების არ არსებობის გამო, ადვილი განსახორციელებელი არ ყოფილა, იყო ბევრი გამოწვევებიც ვალდებულების გასტუმრების თვალსაზრისით, თუმცა მეურნეობა სტუმრების მისაღებად მზად არის.


„არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაქცინის გარეშე ქვეყანა ტურისტებით გაივსება, ამის მოლოდინი არავის აქვს, თუმცა გზა უკვე მოძებნილია, ვისწავლეთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება. ჩვენი სტუმრებისთვის უკვე ზუსტად მაქვს გაწერილი რა მომსახურება უნდა დავახვედრო. მზად ვართ, ნებისმიერი ტიპის სტუმარი მივიღოთ აბსოლუტურად ადაპტირებულად. ქვეყანაში ვაქცინაცია წარმატებით უნდა დამთავრდეს, რათა რეგულაციები მოიხსნას. რაც ნაკლები შეზღუდვები იქნება, მით მეტი განვითარების საშუალება გვექნება. ჩვენ მზად ვართ, რომ ცოტა ხალხი მივიღოთ, გავუძლოთ კიდევ წლევანდელ გამოწვევებს და მომავალ წელს უფრო უკეთესად შევხვდეთ,“ - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.



„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებლის თქმით, პანდემიამ ერთი მხრივ დადებითი გავლენაც იქონია, რაც ღვინის რეზერვების გაჩენაში გამოვლინდა, ამან მეურნეობას საშუალება მისცა ექსპორტსა და ღვინის შენახვას შორის ბალანსი დაეჭირა.


„უძველესი ქართული ჯიშები, როგორიც იყო ღრუბელა, იყალთოს წითელი და კიდევ ბევრი სხვა ჯიში აღვადგინეთ. ამან უკვე მოგვცა მოსავალი და მოგვცა საშუალება ეს ღვინო შევისწავლოთ, რას გვაძლევს 2-3 წლის შემდეგ და ამან დადებითად იმოქმედა. თუმცა რჩება რაღაც ვალდებულებები, რის გამოც იძულებული ხარ ღვინო გაყიდო. ამით დიდად მოხარული არ ვარ, მაგრამ ბალანსი დავიჭირეთ. ღვინოს ვყიდით ექსპორტზე და ვინახავთ კიდეც. იყო ჩავარდნები, მაგრამ ხალხმა მაინც გააგრძელა ღვინის მოხმარება. ჩვენი კლიენტების რაოდენობა კი შემცირდა, მაგრამ ის მთავარი კლიენტები დაგვრჩნენ ვინც ბუნებრივი ღვინის ფასი იცის,“ - ამბობს გიორგი ალადაშვილი.


„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“ შვეიცარიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზეც იზრუნებს. შვეიცარიის ბაზარზე მათი პატარა მარანი, ამ ეტაპზე, დამზადების პროცესშია. საბოლოოდ კი იქ „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“ ქართულ ღვინოებს შეიტანს.


business-partner.ge


თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up