10 მარტს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისთანავე, რუსული რუბლის კურსი კვლავ დაეცა და 1 რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში 73 -ის დონეზე დაფიქსირდა. ბირჟის ექსპერტების პროგნოზით, მოსალოდნელია დოლართან მიმართებაში კურსის 75,2 რუბლამდე, ხოლო ევროს - 85,7-მდე დევალვაცია.ვაჭრობის დასაწყისში რუბლის კურსი შეადგენდა 72-ს დოლართან და 81-ს ევროსთან.
მოსკოვის ბირჟის ინდექსმა დაკარგა 10%, რუსეთის სასაქონლო ბირჟამ - 15%.
„სბერბანკის“ აქციები გაიაფდა 13%-ით, „როსნეფტის“ - 14%-ით, „გაზპრომის“ - 12,8%-ით, „ლუკოილის“ – 14%-ით, „ნორილსკ ნიკელის“ – 4,3%, „ალროსას“ – 8,5%-ით.
ასევე ჩამოიშალა რუსული ტექნოლოგიური კომპანიების აქციები. მათ შორის, „იანდექსის“ - 7%, „როსტელეკომის“ – 9%-ით, „სისტემას“ – 12%.„აეროფლოტის“ ფასიანი ქაღალდები 11,6%-ით გაიაფდა.
მორიგი კრიზისი რუსეთში ნავთობის საერთაშორისო ფასების მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. ეს ყველაფერი კი კორონავირუსის მიერ მოხმარების შემცირებამ და საუდის არაბეთს და რუსეთს შორის სანავთობო ომის ფონზე მოხდა.
წყარო: Newsru.com
თენგიზ აბლოთია