რუბიკის კუბისგან აწყობილი ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ რეპროდუქცია პარიზში აუქციონზე 480 200 ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 სააუქციონო სახლზე Articurial-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გვაქვს შედეგი! „მონა ლიზას რუბიკი“ 480 ათას 200 ევროდ გაიყიდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე მისი შეფასებული ღირებულება“, - წერენ აუქციონის ორგანიზატორები Twitter-ზე.
სპეციალისტები ამ ნამუშევარს 120-150 ათას ევროდ აფასებდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ შეიძინა თანამედროვე ხელოვნების ეს ნიმნუში არ გასაჯაროვებულა.
„მონა ლიზას რუბიკის“ ნამუშევარი 2005 წელს ანონიმურმა ფრანგმა მხატვარმა ააწყო, რომელიც Invader-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. მას ჯოკონდას ასაწყობად 330 კუბი დასჭირდა. „მონა ლიზას რუბიკი“ მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.
imedinews.ge