რთველი 2021-ს ერთ-ერთ პრობლემად მევენახეები ყურძნის დაბალ შაქრიანობას მიიჩნევენ

რთველი 2021-ს ერთ-ერთ პრობლემად მევენახეები ყურძნის დაბალ შაქრიანობას მიიჩნევენ

access_time2021-08-31 15:00:35

რთველი 2021-ს საწყის ეტაპზე მევენახეები დარგში ყველაზე მეტ პრობლემად ფასსა და ხარისხს მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი დაიწყო, მევენახეები ამბობენ, რომ სტანდარტით განსაზღვრული ხარისხის დაკმაყოფილება ბევრს უჭირს, პრობლემა კი უმეტესწილად ყურძენში შაქრიანობის დონეს უკავშირდება.


როგორც კახელი მევენახე გოგა ქურციკაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, შაქრიანობის დონე ყურძენში, როგორიცაა, ვთქვათ, ,,რქაწითელი“, ზოგ შემთხვევაში 15-16 გრადუსის დონეზეა, რაც დუღილის შემთხვევაში კიდევ მცირდება, ამიტომ ასეთი პროდუქტის რეალიზაცია მევენახეებს შეიძლება გაუჭირდეთ.


,,მეღვინეებს დაბალი შაქრიანობის ყურძნის ყიდვა, წესით, არ აწყობთ. სახლის პირობებში, როცა ღვინოს ვაყენებ, 12-გრადუსიანი სპირტიანობაა. ეს დაბალი მაჩვენებელია და ღვინის ხარისხზე აისახება. დაბალი შაქრიანობის მიზეზი უმეტესწილად გვალვაა, ვენახები, რომელიც იშვიათად ირწყვება, ამ მხრივ პრობლემურია. რაც შეეხება შაქრის შემცველობას, ყურძენი, რომლის შაქრიანობაც ახლა 15-16 გრადუსია, დუღილის შემდეგ ეს მაჩვენებელი 5-6 გრადუსამდე ჩამოდის. თუკი ღვინის ქარხანას ვაძალებთ, რომ ყურძენი ჩაიბაროს, მაშინ ხარისხიანი მაინც უნდა მიიღოს“, - ამბობს მეღვინე.


მიუხედავად ამისა, ყურძნის არსებული ფასით ფერმერების ნაწილი უკმაყოფილოა. მეღვინე ვანო გიგიტელაშვილის თქმით, 2 წლის წინ 70 თეთრი ღირდა 1 კგ. ყურძენი, რაც მსყიდველუნარიანობით მეტია იმ ფასთან შედარებით, რაც პროდუქტი ამ ეტაპზე ღირს.


,,მიზერული ფასია, 90 თეთრად უნდა გავყიდო ყურძენი, როცა ამხელა შრომა მაქვს გაწეული. 60-70 თეთრი თვითღირებულება ჯდება, ჯამში ძალიან დაბალი ფასია. 40 ტონა ყურძენი მაქვს - ,,რქაწითელიც“ და ,,საფერავიც“, რომლის ჩაბარებასაც უახლოეს დღეებში ვაპირებ. 2 წლის წინ 70 თეთრს რომ იხდიდნენ ყურძენში, მას მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე დღევანდელს,მაღალი ინფლაციაა, რაც ძალიან გვაზარალებს“, - ამბობს ვანო გიგიტელაშვილი.


როგორც წესი, რთველის დაწყებამდე ყოველ 5 დღეში საზღვრავენ ყურძნის შაქრიანობასა და მჟავიანობას, რომელიც სხვადასხვა ყურძნისთვის განსხვავებულია. სპეციალისტების განმარტებით, სუფრის ღვინის დასამზადებლად ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს 17—22%, მჟავიანობა 6-7 გ/ლ, ცქრიალა ღვინისათვის, შესაბამისად, — 16—19%, 7—10 გ/ლ, ტკბილი სადესერტო ღვინისათვის 25—27%, 5—6 გ/ლ, სუფრის ყურძნისა — 14—19%, 8 გ/ლ და ა. შ.



ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. დაწესდა საშუალო ზღვარი: თუ ყურძნის შაქრიანობა 18 პროცენტი და მეტია, მაშინ ის ღვინის დამზადებისთვის გამოიყენება, ხოლო თუ ამაზე ნაკლებია, მხოლოდ სპირტისთვის გამოდგება.


,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ დაბალი შაქრიანობა მათთვის პრობლემა არ არის.


,,ჩვენ რთველი დავიწყეთ, დაახლოებით 700 ტონა გვაქვს მიღებული. ჯამურად მივიღებთ 6000 ტონა ყურძენს. შაქრიანობა დაბალია, მაგრამ ჩვენ ამ ყურძენს ვიბარებთ იმისთვის, რათა ცქრიალა ღვინოები ვაწარმოოთ. ამ კატეგორიის ღვინისთვის კი შაქრის დაბალი შემცველობის ყურძენია საჭირო. რაც შეეხება სუბსიდიას, როგორც მექანიზმი, ვფიქრობ, რომ წელსაც გაამართლებს. ფერმერი მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას და მეღვინესაც კონკურენტული ფასი ექნება, რაც რეალიზაციაზეც დადებითად აისახება“, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.


რაც შეეხება სუბსიდიასთან დაკავშირებით მთავრობის მიდგომას, როგორც ცნობილია, დასეტყვილ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში – ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში 3 000 ლარს გადაუხდია. ამის შესახებ მთავრობის  30 აგვისტოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


,,ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარი ხარჯით აღუდგენს, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.


ცნობისთვის, 2021 წელს ყურძნის სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.


2020 წელს ქვეყანაში დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up