რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო

access_time2019-08-15 13:07:26

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2019 წლის რთველის მზადებასა და მოლოდინებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბმა ქალაქ თელავში მუშაობა დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი უკვე იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტში და რთველის პროცესის ორგანიზებულად დასაგეგმად მომზადება დაიწყო.



ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, რთველის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს ელიან, რადგან ამ ბაზარზე ბოლო პერიოდში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა, რამაც საბოლოოდ, კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.




„აღნიშნულის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში შესაძლო პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს და 2019 წლის რთველმა მაქსიმალურად შეფერხებების გარეშე ჩაიაროს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.



„2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე, რუსეთში ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება. მწარმოებლების განცხადებით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ. საქართველოდან რუსეთში მაისის თვეში ექსპორტირებული იყო 4 522 250 ბოთლი ღვინო, ივნისში - 4 209 866, ხოლო ივლისში ექსპორტი შემცირდა - 3 550 264 ბოთლამდე, რაც 27%-ით ნაკლებია გასული წლის ივლისის თვის ექსპორტის მაჩვენებელზე, 28%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისის თვის მონაცემზე და 18%-ით ნაკლებია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე. არადა, ბოლო წლების განმავლობაში მეღვინეობის დარგში არსებულმა ჯანსაღმა და კონკურენტუნარიანმა გარემომ, შესაძლებელი გახადა, რომ 2017 წელს ნაწილობრივ და 2018 წელს სრულად, რთველი პირველად ჩატარებულიყო სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. 2018 წელს გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის 230 ათასზე მეტი ტონა ყურძენი, ხოლო მევენახეების შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, წელს კახეთის რეგიონში 250 ათას ტონამდე ყურძენის მოსავალს ელოდებიან, რაც ასევე ქმნის მოლოდინს, რომ თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაბალი იქნება.



რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა და სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501“ – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





თეგები:
რთველი 2019



2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...


მსგავსი სიახლეები

up