„რთველი 2018“-ის მიმდინარეობის პროცესს პრემიერ-მინისტრი გაეცნო

„რთველი 2018“-ის მიმდინარეობის პროცესს პრემიერ-მინისტრი გაეცნო

access_time2018-09-14 15:19:39

კახეთის რეგიონში რთველის შედეგად ამ დროისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი 110 მილიონ ლარს მიაღწია, “რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს კახეთში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.



მთავრობის მეთაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად “რთველი 2018”-ის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც პროცესის შეუფერხებლად წამართვის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ლევან დავითაშვილმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ “რთველი 2018” ორგანიზებულად, წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით, ყურძნის ჩაბარების პროცესში შეფერხება არ ყოფილა.


მთავრობის მეთაური დღესვე სოფელ რუისპირში გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიურ მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მზადდება. 5 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში მოყვანილი ყურძენი ბიოდინამიური მეთოდით მუშავდება, საიდანაც წელიწადში 5 ათასამდე ბოთლი ღვინო იწარმოება. ღვინის წამოების გარდა მეურნეობაში მოჰყავთ ხორბალი, მისდევენ მეფრინველეობასა და მეფუტკრეობას, ამზადებენ ჯემებსა და მურაბებს.


“კახეთში რთველი მიმდინარეობს წარმატებით. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩაბარებულია დაახლოებით 60 ათასი ტონა ყურძენი და მოსახლეობამ თითქმის 110 მილიონი ლარი მიიღო. გასული წლის მონაცემთან შედარებით, ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან ერთად, დღეს დავათვალიერეთ ბიოწარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში განვავითაროთ ორგანული პროდუქციის და სასმელის წარმოება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივზე, რომელიც ძალიან დიდ საგადასახადო სტიმულს მისცემს საქართველოში ორგანული პროდუქციის წარმოების კიდევ უფრო განვითარებას. ეს არის სწორედ ის ნიშა, რომელიც ჩვენ უნდა დავიკავოთ საერთაშორისო ბაზარზე”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ასევე ესტუმრა “თელავის ღვინის მარანს”, სადაც ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის ჩამოსხმის პროცესს გაეცნო. თანამედროვე ტექნოლგიებით აღჭურვილ საწარმოში, წელიწადში 5,5 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებენ.













თეგები:
„რთველი 2018“



პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს

„ბორჯომი“ იწყებს რებრენდინგს
access_time2019-07-18 17:30:46
IDS Borjomi Russia-მ წარადგინა ბრენდ „ბორჯომი“-ს ინოვაციური რებრენდინგი. 100-წლიან ისტორიის მქონე მინერალური წყალი ალუმინის ქილაში გამოჩნდა, რაც ბრენდისთვის რევოლუციის ტოლფასია. ამით „ბორჯომმა“ დაიპყრო ახალგაზრდა აქტიური აუდიტორია. ამჟამად მოვიდა დრო კიდევ ერთი თამამი ნაბიჯისთვის - ბრენდის განუმეორებელი და თამამი ხასიათი გამოიხატება ორიგინალურ გაფორმებაში. ყველასთვის ნაცნობმა შეფუთვამ მიიღო ახალი დიზაინი, შეიცვალა ეტიკეტის ფორმა და...

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად,  $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
access_time2019-07-18 16:30:34
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს. „კონცეფცია რამდენიმე თვის წინ...


მსგავსი სიახლეები

up