„რთულია ყველა დანაპირები ერთი ერთში შესრულდეს, ქვეყნის სწრაფი განვითარება ვერ მივიღეთ“ - „ქართული ოცნების“ ძველი გვარდია

„რთულია ყველა დანაპირები ერთი ერთში შესრულდეს, ქვეყნის სწრაფი განვითარება ვერ მივიღეთ“ - „ქართული ოცნების“ ძველი გვარდია

access_time2021-06-08 10:00:28

„ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“,  - ეს იყო პირველი სამთავრობო პროგრამა, რომელიც 2012 წელს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მე-8 მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა. დეპუტატებმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. სწორედ ამის შედეგ უნდა დაწყებული მოსახლეობის კეთილდღეობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება, თუმცა მმართველობიდან ცხრა წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. ამის პარალელურად, მიმდინარე წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლა შედგა, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი წავიდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები „ქართული ოცნების“ 9 წლის საქმიანობას.  რატომ არ გაიზარდა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა, რატომ ვერ შენარჩუნდა სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იმ დონეზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს და დადებით საინვესტიციო იმიჯს უზრუნველყოფდა, რატომ ვერ განახევრდა კომუნალური გადასახადები და რომ ვერ შემცირდა ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასები?

 

„ქართული ოცნება“ თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა 6 წლის წინ დატოვა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ კოჰაბიტაცია იყო ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭი, რომელმაც მმართველი გუნდის რეფორმების გატარებას ხელი შეუშალა. მისივე თქმით, კოჰაბიტაციის შედეგად ძველი გუნდი საბოტაჟის რეჟიმში მუშაობას ისევ აგრძელებდა.

 

„ქართული ოცნების გუნდის წევრი 2015 წლიდან აღარ ვარ. ჩემთვის მთავარი წყალგამყოფი კოჰაბიტაცია იყო - თუ არსებობდა კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულები, მომხდარიყო ამის აღიარება და შემდეგ ეპატიებიათ. ხალხმა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სწორედ ამის საპირწონედ მოიყვანა. 2012 წლამდე ქვეყანაში მართლა დიქტატურა იყო, აქედან გამომდინარე ნაციონალური მოძრაობის მმართველობა უნდა დასრულებულიყო. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მეეჭვება სხვა რომელიმე ძალას არჩევნების გზით მთავრობა შეეცვალა. „ქართული ოცნების“ ძველი გვარდია, რომელიც 2011 წლიდან ივანიშვილს გვერდში დაუდგა, ძალიან მალე გვერდზე გაწეული აღმოჩნდა. ამის მიზეზი არის ის, რომ პრინციპებს, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოვიდა თვითონვე გაემიჯნა. უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს იმ ხალხთან, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასაც ერთგულად ემსახურებოდნენ“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

 

თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობას ჰქონდა თავისი როგორც დადებით ასევე უარყოფითი მხარეები. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მთლიანობაში გარკვეული მისია შეასრულა და როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, ქვეყანაში უკვე კოალიციური მთავრობის სიტუაცია მომწიფდა. მისი განმარტებით, ეს იქნება საქართველოს განვითარების მშვიდობიანი გამოსავალი. თიანეთის მერი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

 

„ბოლო წელიწად- ნახევრის მონაცემები კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ბრალდება, რა თქმა უნდა ესეც არის, თუმცა დიდი წილი არასწორი ეკონომიკური  პოლიტიკის ბრალიცაა. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა არ ხდება. საგარეო ვალი კატასტროფულად გაიზარდა, ეს სადღაც უნდა ჩანდეს, ხელშესახები უნდა იყოს - სად დაიხარჯა ეკონომიკაში თუ სოციალური კუთხით? ჩემი აზრით, ამის აღქმა ნებისმიერ მოქალაქეს გაუჭირდება. გახარია ახლა ოპოზიცური პარტიის ლიდერია, ბოლო წლების განმავლობაში მას მინისტრის პორტფელი ებარა ან ქვეყნის მეთაური იყო. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გაიზარდა ეს ვალი, მისი და ზოგადად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა საგარეო სახელმწიფო ვალის ზრდა“, - ამბობს თამაზ მეჭიაური.

 

თამაზ მეჭიაური შორსაა იმ აზრიდან, რომ ქვეყანაში სასმართლო სისტემა იდეალურია. იგი აცხადებს, რომ არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ, თუმცა მისი თქმით უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილებები პოლიტიზირებულია​. მმართველი გუნდის ყოფილი წვერი „კომერსანტთან“ იმ მიზეზებზეც საუბროს თუ რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ შემცირებული ტარიფები კომუნალურებსა და მედიკამენტებზე.

 

„თავიდანვე მოლოდინი არასწორი იყო, ფასი გაზრდილია არასწორი პოლიტიკის გამო. თუნდაც იგივე ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით, რა თქმა უნდა ჰესები ყველა წესით დაცვის უნდა აშენდეს, მაგრამ მას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს. იმის გამო, რომ სხვადახვა ქვეყნის ინვესტორების ხელშია საკონტროლო პაკეტები, ტარიფებს ვერ დაარეგულირებ. ინვესტორს შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებდე მაგრამ, ის უპირველეს ყოვლის თავისი ქვეყნის ინტერესების გამტარებელია.


 

რაც შეეხება მედიკამენტებს, წამლის შემომტანი ყველა კომპანია კერძოა, აქედან გამომდინარე ფასს ბაზარი არეგულირებს. თუ გვინდა ფასები შევამციროთ, მაშინ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს, ხელოვნურად ფასს ვერ შევამცირებთ. ჯანსაღი კონკურენციით შეიძლება ფასი შემცირდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში გარიგებებს აქვს ადგილი“, - ამბობს თიანეთის მერი.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მისი წერილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას ნიშნავდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე 43 %-იან ბარიერს ვერ გადალახავს:

 

„ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება პოლიტიკური თანამდებობა არ დაიკავოს, თუმცა გუშინ მან დააფიქსირა ცალსახა პოზიცია, რომ რჩება ქართული ოცნების მხარდამჭერი, რამაც მმართველი გუნდის შანსები გაზარდა რადგან, პარტიის რეიტინგი ძალიან შესუსტებული იყო. 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, ივანიშვილის პასიური პოზიციით და გახარიას პარტიის დატოვებით „ქართული ოცნებისთვის“ რთული იქნება. ბიძინა ივანიშვილი ავანსცენაზე სწორედ ამიტომ შემოვიდა“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

თამაზ მეჭიაურისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის მუშაობას დადებითად აფასებს VIII მოწვევის პარლამენტარი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ზურაბ ტყემალაძე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს. იგი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველი 4 წელი საკმაოდ წარმატებულად განვლო, შემდეგი 4 წელიც წარმატების პერიოდი იყო, მაგრამ მისი თქმით, მმართველობის ბოლო წელს პანდემია დაემთხვა, რამაც ეკონომიკის განვითარებას ხელი შეუშალა:

 

„პოლიტიკური საქმიანობა რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებულად დაიწყო. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ადგილობრივი მრეწველობის მიმართულებით, იმპორტი ჩანაცვლების და ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რადგან მმართველმა გუნდმა 2012 წელს მუშაობა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. ბოლო 4 წელიც საკმაოდ წარმატებული იქნებოდა, რომ არა პანდემია, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ინფლაციასაც და ვალუტის კურსის გაუფასურებასაც. თუ პანდემია დავამარცხეთ, უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ვნახეთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია. რა თქმა უნდა მაღალი ეკონომიკური ზრდა იმითაც არის გამოწვეული, რომ ბაზა არის შემცირებული. შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს მონაცემი შენარჩუნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალი წლიდან ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნა, რათა დაეწიოს იმ მაჩვენებელს, რომელიც იყო 1012-2016 წლების განმავლობაში“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გვეუბნება, რომ დღეს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა არის ფრაგმენტული, რადგან ვირუსმა იფეთქა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა შეცდომებით ხასიათდება, თუმცა ზურაბ ტყემალაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ შეცდომების გამოსწორებას მოახერხებს და შეძლებს, ქვეყანას 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს.

 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს თუ რატომ ვერ მოხდა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდა. მისი თქმით ბოლო წლებში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურებამ ნდობა მოსახლეობას ბუნებრივად დააკარგვინა. როგორც ყოფილი დეპუტატი გვიყვება ლარის გამყარებას თავისი თანმდევი ეკონომიკური პროცესები უნდა ახლდეს, რომელიც არის ტურიზმის განვითარება, ექსპორტის ზრდა, იმპორტის შემცირება, გადმორიცხვები და ა.შ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი პირველი ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ კარგ ნიშნულზე იყო, თუმცა პანდემიამ პროცესს ხელი შეუშალა. ზურაბ  ტყემალაძე პანდემიას უკავშირებს ვალების ოპტიმალურ დონეზე ვერ შენარჩუნების საკითხსაც:

 

„არასასიამოვნოდ მოხდა ვალების დაგროვება, მაგრამ არის პანდემიური მდგომარეობა - ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, გარკვეულ ობიექტებზე შეწყდა მუშაობა, მათ რაღაც ფინანსური დახმარება გაეწიათ, სუბსიდირება მოხდა კომუნალური გადასახადების. ამის პარალელურად სოციალური მიმართულებით დახმარებების გაორმაგება მოხდა. ბევრი წვრილ-წვრილი რაღაცები ხდება და მე დარწმუნებული ვარ ამ შეფერხებას ქართული ოცნების გუნდი წარმატებულად დაძლევს“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ ვერ განახევრდა კომუნალური გადასახადები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ზურაბ ტყემალაძე გვპასუხობს, რომ ყველა დანაპირების ერთი ერთში შესრულება რთულია.

 

განახევრებული ტარიფები ვერ მიიღო, მაგრამ რთულია ყველა დანაპირები ერთი ერთში შესრულდეს. თუმცა, ოპონენტების მხრიდან რაღაც საკითხებით მანიპულირება მიმდინარეობს. შედარება კომპლექსურად უნდა მოახდინო, რა დროსაც ვნახავთ, რომ ფასის ზრდა იყო ლარში, მაგრამ თუ დოლარში დავიანგარიშებდით ვნახავდით, რომ ფასები შემცირდა. მაგალითად, თუ ერთი ლიტრი საწვავი დოლარი და 20 ცენტი ღირდა, მისი ფასი 70 ცენტამდე დაეცა - დოლარში ფასი შემცირდა, მაგრამ ლარში კურსთა სხვაობის გამო ფასი არ შემცირდა. აი ამ კუთხით უნდა გავაკეთოთ ანალიზი თუ გვინდა, რომ ობიექტურები ვიყოთ“, - განმარტავს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up