ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პოსტპანდემიურ პირობებში ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა რთულია. მისი განმარტებით, ის თანხა რაც სახელმწიფოს ეს ნაგებობა დაუჯდა, იმ საბაზრო ფასზე ბევრად მეტი, რომელიც შიეძლება მასში ინვესტორმა გადაიხადოს.
„დღეს, როდესაც პოსტპანდემიურ პერიოდში ვართ რთულია, ძვირადღირებულ ობიექტს ფუნქციონალი მოვუნახოთ. როგორც ღია და გამჭვირვალე აქუციონებმა გამოაჩინა, არ არის მარტივი საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა. თითქმის 8-9 თვე ჩვენ ეს ობიექტი აუქციონებზე გაგვაქვს და ის თანხა, რაც ბიუჯეტს და სახელმწიფოს დაუჯდა, ძალიან შორს არის იმ საბაზრო ფასისგან, რომელიც დღეს შიეძლება მასში ინვესტორმა გადაიხადოს, თუმცა პოტენციურ ინვესტორებთან ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. აუცილებლად მოხდება პრივატიზაცია, თავისი გამოყენება ამ ობიექტს ექნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. რიყის დოქები ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ჯამში, 4-ჯერ ჰქონდა აუქციონზე გამოტანილი. ბოლოს- 47.5 მლნ ლარად - 50%–იანი ფასდაკლებით, თუმცა 17 მაისს აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა და დაუმთავრებელი რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა. პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტის ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა. 2021 წლის თებერვალში 71 250 000 ლარს, მარტში გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და ისევ 71 250 000 ლარი.