ისანში, ავლაბარში, კოსტავა, აღმაშენებელსა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე და ბათუმში „მაჭახელა“ დაიხურა. რესტორნების ქსელი მუშაობას 7 ფილიალით აგრძელებს. კომპანიაში ელოდებიან როგორ შეიცვლება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. „მაჭახელას ქსელის“ მთავარი მენეჯერი გიორგი გოგოლიძე „კომერსანტთან“ გუშინ საქართველოს მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებას, რესტორნების და გასართობი დაწესებულებების 10 საათამდე მუშაობასაც აფასებს.
„რადგან ქვეყანაში ესეთი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ვერაფერს ვიზამთ. სჯობს ახლა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, ვიდრე სიტუაცია უმართავი გახდა. 24 საათიანი რესტორნები დღეიდან დაკეტილია. პანდემიის გამო, კი 6 ფილიალის მუშაობა დროებით შევაჩერეთ, ხოლო ერთი, მეშვიდე რესტორანი ლესელიძეზე საერთოდ დავხურეთ. როდესაც სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, დახურული ობიექტების მუშაობას მაშინ განვაახლებთ. ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში“, - განმარტავს გიორგი გოგოლიძე.
ბაჩო ადამია