როვგან ალიევი - აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა უპრეცედენტო დონეზეა

როვგან ალიევი - აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა უპრეცედენტო დონეზეა

access_time2021-09-18 14:15:04

"ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი, სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს- ამის შესახებ "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "სოკარის"  პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანისთვის შექმნილი პირობების შედეგია ის, რომ აზერბაიჯანმა მილიარდ 200 ათასის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. მისივე თქმით, საქართველოში გაზიფიცირება 90%-ზეა აყვანილი და ეს შედეგი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება.

 

 "აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს და ყიზილაჯლოს მოსახლეობას. გადმოგცემთ მისგან სალამს, ლოცვას და წარმატებებს გისურვებთ. როგორც ღრმად პატივცემულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ნავთობ-კომპანია საქართველოში წარმოდგენილია როგორც დიდი ინვესტორი და იმისთვის, რომ ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაღალ დონეზე უნდა იყოს. დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი და სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ მოხარულები და კმაყოფილები ვართ საქართველოში ჩვენი საქმიანობით, რადგან ეს საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენთვის შექმნილი პირობების შედეგია. მილიარდ 200 ათასის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში და მთავარი ის არის, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით  შექმნილი პირობებით მსგავსი პროექტების განხორციელების საშუალება გვეძლევა. საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების, საქართველოს საზოგადოებაში მონაწილეობის და სრულფასოვანი წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, პროექტებს განვახორციელებთ, ხელს შევუწყობთ, რადგან აზერბაიჯანელებმა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულად უნდა მიიღონ მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობის მაღალი დონის ხელშეწყობის საფუძველზე მოხდება. დღეს მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი გაზიფიცირებაშია მიმართული. 300 მილიონზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული საქართველოში გაზიფიცირების სფეროში. საქართველოს მთავრობა აქტიურად გვეხმარება, რომ გაზიფიცირების ინვესტირება ფართოდ განხორციელდეს. ზოგი ისეთი სოფლებია, სადაც გაზიფიცირებას ვახორციელებთ, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკური სარგებელი არ მოგვცეს, მაგრამ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მათი პროგრამებით, იქაც კი შეგვყავს გაზი და გაზიფიცირება ხდება. მთავრობა მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ყველა სოფელს ჰქონდეს გაზი . დიდი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაზიფიცირება 90%-ზეა აყვანილი. დამიჯერეთ, ეს შედეგები მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაშია. მათ შორის, აზერბაიჯანში გაზიფიცირების მაჩვენებელი 96%-ზეა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 90%-ია. ირანში ქვეყნის 70%-ია გაზიფიცირებული, საქართველოში 90%-ზეა აყვანილი  ეს პროგრამა. ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობისაგან აქტიური მხარდაჭერა გვქონდა წლების განმავლობაში. ყიზილაჯლოში ეს პროექტი, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით აშენდა, 1 წლის წინ დაიწყო მთავრობასთან ერთობლივი თანამშრომლობით და მხარდაჭერით. ხელი ხელს ჩავკიდეთ და შედეგი იქნა დადებული. ასევე, ლაგოდეხში იყო ერთობლივი პროექტი, საბავშვო ბაღი აშენდა, სხვა ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული, სკოლები და სხვა სოციალური პროგრამები, რაც შევძელით, რომ წარმატებით განგვეხორციელებინა. წეღან სპორტის მასწავლებელმა მომახსენა, რომ ამ სოფელში ბევრი სასახელო სპორტსმენები გაზრდილან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დარბაზი ბევრ ოლიმპიურ ჩემპიონს გაზრდის. ახლახანს დასრულდა ოლიმპიადა. მე ძალიან სპორტული ადამიანი ვარ და ვადევნებდი თვალს ოლიმპიადას.ძალიან სასიხარულო იყო, რომ ქართველი სპორტსმენები ძალიან კარგად წარდგნენ ოლიმპიადაზე და კარგი შედეგები დადეს. მე ისევე გახარებული ვიყავი, როგორც ქართველი ერი ხარობდა მათი წარმატებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყიზილაჯლოელიც გახდება ჩემპიონი", - განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up