„როსნეფტის“ ღირებულება „გაზპრომს“ გაუთანაბრდება - რუსეთი ცვლილებების მოლოდინშია

„როსნეფტის“ ღირებულება „გაზპრომს“ გაუთანაბრდება - რუსეთი ცვლილებების მოლოდინშია

person access_time2016-03-14 12:43:37

რუსეთის ეკონომიკის მამოძრავებელი ორი უდიდესი ენერგოგიგანტი კომპანია, ისტორიული ცვლილების პირას დგას - კრემლის დერეფნებში ძალთა ბალანსის ახალ გადანაწილებას ელიან.


ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებლის, გაზპრომის საფასური რუსეთის უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანია როსნეფტს $3 მილიარდით აღემატება. აღნიშნული სხვაობა სავარაუდოდ უფრო მეტად შემცირდება, რადგან გაზპრომის ფასი უკვე მეხუთე წელია კლებულობს. 

მოსკოვში არსებული Raiffeisen Bank-ის ანალიტიკოსის, ანდრეი პოლიშუკის განცხადებით, „წელს როსნეფტის ღირებულება გაზპრომს გაუთანაბრდება.“
ვლადიმერ პუტინმა სათავეში მოსვლის შემდეგ (1999 წელი) ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები ეფექტურად გამოიყენა და 90-იანი წლების კოლაფსიდან ქვეყნის გამოყვანა მოახერხა. სწორედ ამ პერიოდში, როსნეფტი და გაზპრომი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ცენტრში აღმოჩნდნენ.
„გაზპრომი ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებს“ - გაზპრომის პრესცენტრს კომპანიის ღირებულების ცვლილებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. როსნეფტის მხრიდან კი  Bloomberg-ს პასუხი საერთოდ არ მიუღია.
Bloomberg-ის გათვლებით, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ს გაზპრომისა და როსნეფტის გადასახადები შეადგენს. კომპანიები ათობით მილიარდ დოლარს მილსადენების, პორტების, ტრანსპორტის და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ხარჯავენ, რაც რეალურად რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.
რუსული ბანკის, Открытие-ს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ანალიტიკოსის, არტიომ კოხინის განცხადებით, როსნეფტისთვის გაზპრომის გადასწრება მნიშვნელოვანი საკითხია. „როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორების გავლენა და მათი ლობის ძალაუფლება გაიზრდება,“ – აღნიშნა მან. 
გაზპრომი დღეში 8 მილიონ ბარელ ნავთობსა და ბუნებრივ აირს მოიპოვებს, როსნეფტი კი 5-ს. თუმცა გაზპრომს როსნეფტთან შედარებით
უფრო მწვავე პრობლემები აქვს: უკანასკნელ პერიოდში რუსეთს თურქეთთან ურთიერთობები საკმაოდ დაეძაბა, თურქეთის ბაზარი კი გაზპრომისათვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია.




გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up