„ROOMS BATUMI“ ძველი არქიტექტურის სასტუმრო , - როგორი იქნება „აჭარა ჯგუფის“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი

„ROOMS BATUMI“ ძველი არქიტექტურის სასტუმრო , - როგორი იქნება „აჭარა ჯგუფის“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი

access_time2020-02-13 13:40:34

„აჭარა ჯგუფი“ შავი ზღვის სანაპიროზე „ROOMS BATUMI“-ს სასტუმროს გახსნას 2020 წლის ბოლომდე გეგმავს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, სასტუმროში მინიმუმ 100 ნომერი მოეწყობა. სასტუმროს კონცეფციას ამ ეტაპზე „აჭარა ჯგუფი“ ამუშავებს.

 

„Rooms Hotel Batumi აჭარის დედაქალაქში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე სრულიად ახალ კონცეფციას შეიტანს. „აჭარა ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი, დიზაინზე ორიენტირებული სასტუმრო დამსვენებელს „ფერმიდან-მაგიდამდე“ კონცეფციის რესტორანსა და მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს“, - განმარტავენ აჭარა ჯგუფში.

 

„ROOMS BATUMI“-ს სასტუმროს ფასადი კომპანიამ უკვე დაასრულა 4 სართულიანი სასტუმროს გარდა „აჭარა ჯგუფი“ 2020 წელს არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს:

 

კომპანიამ აბასთუმნის ისტორიულ კურორტზე ახალი პროექტის განვითარების შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. 1924 წელს აშენებული ძველი სანატორიუმის ცნობილი შენობა მალე Rooms Hotel Abastumani გახდება. პროექტი ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.


 

“აჭარა ჯგუფის” კიდევ ერთი ინიციატივა მუხიანის დასახლებაში  კრეატიული ეკონომიკის პლატფორმად ყოფილი რადიოქარხნის გარდაქმნაა. პროექტის მიზანია არტისტების, მწარმოებლების, განმანათლებლებისა და სხვადასხვა გამოცდილების მქონე პროფესიონალების საერთო ეკოსისტემაში გაერთიანება. “რადიოქალაქი” ვრცელ - 12 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებენ, მათ შორის - საერთაშორისო ფესტივალების, გამოფენების, არტ ფესტივალების, სახელოვნებო რეზიდენციების, co-working სივრცეების, კრეატიული ატელიეებისა და სტუდიების მოსაწყობად.

 

“აჭარა ჯგუფის” კორპორატიული კულტურის ბირთვს განათლება და პროფესიული განვითარება წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა ქართველი და შესაძლოა უცხოელი მომავალი პროფესიონალებისთვისაც შეექმნა საგანმანათლებლო პლატფორმა - “აჭარა ჯგუფის აკადემია”, რომელიც მალე თავის პირველ პროფესიულ პროგრამას - “კულინარიის სკოლას” გახსნის.

 

 

„ფერმიდან მაგიდამდე“ (Farm to Table) „აჭარა ჯგუფის“ ერთ-ერთი კონცეფციაა,  რომელიც პროექტ უდაბნოს ფარგლებში 2020 წლისთვის განხორციელდება. კონცეფცია გულისხმობს სასტუმროსა და რესტორნების შექმნას. 2020 წლის ბოლოს სასტუმრო უკვე კახეთში უდაბნოს ტერიტორიაზე გაიხსნება.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up